სამი პარალელური მდინარე

სამი პარალელური მდინარის დაცული ტერიტორიაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩინეთში, იუნანის პროვინციაში. მდებარეობს სინო-ტიბეტის მთებში, აზიის სამი უდიდესი მდინარის - იანძის, მეკონგისა და სალუნის ზემო აუზში, რომლებიც აქ 3 000 მ სიღრმის ხეობაში, პარალელურად მიედინებიან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.

სამი პარალელური მდინარე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 27°53′42″ ჩ. გ. 98°24′23″ ა. გ. / 27.89500° ჩ. გ. 98.40639° ა. გ. / 27.89500; 98.40639
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 1083
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ნაკრძალის მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1083
ინგლ.რუს.ფრ.

დაცული ტერიტორიის ფართობი 758 977,8 ჰა-ს შეადგენს. გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვანებით და აქ წარმოდგენილია დედამიწის თითქმის ყველა ტემპერატურული ზონა, რის გამოც აქ უამრავი სახეობის ცხოველი და მცენარეა გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია მთლიანი ჩინეთის ფართობის 0,4%-ს შეადგენს, აქ წარმოდგენილია ჩინეთის მცენარეული საფარის 20% და ფაუნის 25%-ზე მეტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება