სამი კაბალერო (ინგლ. The Three Caballeros) — 1944 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი გამოუშვა Walt Disney Productions-მა, RKO Radio Pictures-ის დისტრიბუციით. ფილმის პრემიერა 1944 წლის 21 დეკემბერს, მეხიკოში გაიმართა, აშშ-ში — შემდეგი წლის 3 თებერვალს, ხოლო ბრიტანეთში — მარტში. ამ, რიგით მეშვიდე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერიაში, ისევე, როგორც ფილმში „სალამი, მეგობრებო“, მოქმედება კვლავ ლათინურ ამერიკაში მიმდინარეობს. მასში შერწყმულია მსახიობების და ანიმაციური პერსონაჟების მოქმედება. „სამი კაბალერო“ მეორეა დისნეის მიერ 1940-იანებში გადაღებულ ფილმებში, რომლებიც ნოველებისგან შედგება.

„სამი კაბალერო“
რეჟისორი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ისტორია
როლებში
მუსიკა
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
პრემიერა
  • 21 დეკემბერი, 1944 (1944-12-21) (მეხიკო)
  • 3 თებერვალი, 1945 (1945-02-03) (US)[1]
ხანგრძლივობა 72 წთ
ქვეყანა აშშ
ენა
  • ინგლისური
  • ესპანური
  • პორტუგალიური

ფილმი შედგება სხვადასხვა ეპიზოდისგან, რომლებშიც დონალდ დაკი ხსნის საჩუქრებს მეგობრებისგან ლათინური ამერიკიდან. მასში მონაწილეობს იმ პერიოდის რამდენიმე ვარსკვლავი, მომღერლები აურორა მირანდა (კარმენ მირანდა და) და დორა ლუსი, ისევე, როგორც კარმენ მოლინა.

ფილმი კეთილი ნების გზავნილს ატარებს. დონალდის გარდა, მასში ჩნდება ხოსე კარიოკაც (ბრაზილია), მოგვიანებით კი — პანჩიტო პისტოლესი (მექსიკა).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Three Caballeros: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 27, 2014.