მთავარი მენიუს გახსნა

დონალდ დაკი (Donald Duck - იხვი დონალდი) — უოლტ დისნეის სტუდიების ანიმაციური ფილმებისა და სხვადასხვა გამომცემლობის კომიქსების პერსონაჟი. დონალდი თეთრი ანთროპომორფული იხვია, მოყვითალო-ნარინჯისფერი ნისკარტით, თათებითა და ტერფებით. როგორც წესი, მეზღვაურის პერანგი და კეპი აქვს, თუმცა უშარვლოდაც დადის (ცურვის დროს აცვია გამონაკლისის სახით).

დონალდ ფონტლეროი დაკი
Donald Duck.svg
დონალდ დაკი
პირველი გამოჩენა პატარა ჭკვიანი ქათამი („სულელური სიმფონიები“), 1934
შემქმნელი დიკ ლანდი, არტ ბებიტი, დიკ ჰუმერი
მსახიობი კლერენს ნეში (1934–1985)
ტონი ანსელმო (1985–დღემდე)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი პეპერინიკი
სხვა სახელები შურისმაძიებელი იხვი, დონალდ იხვუკა, პატარა დონალდი
დაბ. თარიღი 1920
მეორე ნახევარი დეიზი დაკი, რეჯინელა
ნათესავები ლუდვიგ ფონ დრეიკი (ბიძა), სკრუჯ მაკდაკი (ბიძა), ჰიუი, დიუი და ლუი (ძმისშვილები), ბებია დაკი (ბებია), ბერტი დაკი (დეიდა), დელა დაკი (და), კუაკმორ დაკი (მამა), ჰორტენზია (დედა), დაფი დაკი (ძმა), გას გუსი (ბიძაშვილი)
საცხოვრებელი დაკბურგი

დონალდის განთქმულ ხმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად საცნობი ხმა იყო ანიმაციის ისტორიაში, 1985 წლამდე განასახიერებდა კლარენს „დაკი“ ნეში. ნეში ვატონგას ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან იყო წარმოშობით, ოკლაჰომას შტატიდან, და საკუთარი ხმის წყალობით საყოველთაოდ ცნობილ ვარსკვლავად იქცა.

ანიმაციური ფილმის „დონალდს ჯარში იწვევენ“ (Donald Gets Drafted, 1942) მიხედვით, დონალდის სრული სახელია დონალდ ფონტლეროი დაკი (Donald Fauntleroy Duck). მისი შუასახელი მის მეზღვაურის ქუდზე მიუთითებს, რომელიც ფონტლეროის უნიფორმის აქსესუარი იყო. დონალდის დაბადების დღედ ოფიციალურად მიჩნეულია 1934 წლის 9 ივნისი - დღე, როდესაც ეკრანებზე მისი სადებიუტო ფილმი გამოვიდა, თუმცა „სამ კაბალეროში“ (Three Caballeros) მის დაბადების დღედ მოხსენიებულია უბრალოდ „პარასკევი 13“ (Friday the Thirteenth). მოკლემეტრაჟიან ფილმში „დონალდის ბედნიერი დაბადების დღე“ (Donald's Happy Birthday) მისი დაბადების დღეა 13 მარტი.

მიუხედავად ჩვეულებრივ კმაყოფილი და მხიარული ხასიათისა, დონალდი ხშირად ხვდება გამოუვალ სიტუაციებში, რაც მის ადვილად ფეთქებად ტემპერამენტზე ზემოქმედებს.

ფილმოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: