სალამი, მეგობრებო
სალამი, მეგობრებო (ესპ. Saludos Amigos) — 1942 წლის ანიმაციური ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures. იგი არის დისნეის რიგით მეექვსე სრულმეტრაჟიანი ფილმი და პირველი, რომელიც ანთოლოგიური ჟანრის არის და შედგება რამდენიმე ნოველისგან (ასეთი უოლტ დისნეის სტუდიებმა 1940-იანებში სულ ექვსი გამოუშვეს). ფილმში მოთხრობილი ოთხი ამბავი მიმდინარეობს ლათინურ ამერიკაში, აქედან ორში მონაწილეობს დონალდ დაკი, ერთში კი — გუფი. ფილმში აგრეთვე პირველად ჩნდება ხოსე კარიოკა, ბრაზილიელი სიგარიანი თუთიყუში[2] „სალამი, მეგობრებო“ იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ დისნეიმ შექმნა კიდევ ერთი ფილმი ლათინურ ამერიკაზე, „სამი კაბალერო“.
„სალამი, მეგობრებო“ | |
---|---|
რეჟისორი | |
პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
ისტორია |
|
მთხრობელი | ფრედ შილდზი |
როლებში |
|
მუსიკა | |
სტუდია | Walt Disney Productions |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 42 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა |
|
ფილმის პრემიერა გაიმართა 1942 წლის 24 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროში. აშშ-ში იგი 1943 წლის 6 თებერვალს გამოვიდა. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და 1949 წელს კინოგაქირავებაში გამოვიდა, ასევე განმეორებით გამოშვებულ „დამბოსთან“ ერთად.
ფილმი წარდგენილი იქნა ოსკარზე ნომინაციებში „საუკეთესო ხმა“, „საუკეთესო მუსიკა“ და „საუკეთესო სიმღერა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Saludos Amigos: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 22, 2014.
- ↑ Walt & El Grupo (დოკუმენტური, 2008).