სამების ხევი
სამების ხევი — მცირე ხევი გომბორის ქედსა და სოფელ ხაშმის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) ჩრდილოეთით. ისტორიულ ხანაში აქ გადიოდა ერთი მონაკვეთი ეთნოგრაფიული საზღვრისა ძველ ქართულ მხარეებს — კახეთსა და ჰერეთს შორის. აქ მდებარეობს ხაშმის სამების ბაზილიკა, აქვე გადის ძველი გზა გარეკახეთიდან შიგნიკახეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.