სამატიის წმინდა გიორგის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამატიის წმინდა გიორგის ეკლესია (სომხ. Սամաթիոյ Սուրբ Գէորգ Եկեղեցի) — სომხური ეკლესია სტამბოლში, თურქეთი. ნაგებობა აშენდა 1866-1887 წლებში და აღმართულია მეთერთმეტე საუკუნეში აშენებული წმინდა მარიამ პერიბლეპტოსის სახელობის ბიზანტიური ეკლესიისა და მონასტრის ადგილზე. წმინდა მარიამ პერიბლეპტოსადმი მიძღვნილი ეკლესია იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი კონსტანტინოპოლში.[1]

სამატიის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°00′07″N 28°55′59″E / 41.00188° ჩ. გ. 28.93302° ა. გ. / 41.00188; 28.93302კოორდინატები: 41°00′07″N 28°55′59″E / 41.00188° ჩ. გ. 28.93302° ა. გ. / 41.00188; 28.93302
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1887

1453 წელს ოსმალების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ ეკლესია გადაეცა სტამბოლში მცხოვრებ სომხურ თემს.[2]

ეკლესია მდებარეობს სტამბოლში, ფატიჰის რაიონში, კოჩამუსტაფაფაშას (ისტორიულად სამატია) მეზობლად.[3] ის მდებარეობს გალავნით შემოსაზღვრულ ქალაქში, მარმარილოს ზღვასთან ახლოს. შენობა გარშემო შემოსაზღრულია მაღალი კედლით.

 
სამატიის წმინდა გიორგის ეკლესია

ბიზანტიური პერიოდი

რედაქტირება

მეხუთე საუკუნეში ამ ადგილას იდგა ჰაგიოს სტეფანოზის სახელობის ეკლესია. ეს ეკლესია მდებარეობდა ჰელენანაის სასახლესთან ახლოს.[4] აქ ასევე იყო წყარო, რომლის სახელწოდებინადაც მომდინარეობს ეკლესიის თურქული სახელწოდება („წყლის მონასტერი“).[5]

ამ ადგილთან ახლოს პატარა პლატოზე, ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ III არგიროსმა დააარსა დიდი მონასტერი მიძღვნილი ღვთისმშობლის პერიბლეპტისადმი, სირიაში იმპერატორის უიღბლო ლაშქრობის შემდეგ. იმპერატორმა დიდი თანხა დახარჯა შენობის ასაშენებლად და ამის გამო ის მკაცრად გააკრიტიკეს. რომანოზი აქ დაკრძალეს 1034 წელს. იმპერატორმა ნიკიფორე III ბოტანეიატემ კომპლექსი 1080 წელს შეაკეთა. მისი გადადგომის შემდეგ ნიკიფორე ბერად აღკვეცა ეკლესიაში და სიკდვილის შემდეგ ის აქვე დაკრძალეს.

1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ეკლესია მცირე ხნით ბერძნების კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ მოგვიანებით გადაეცა ვენეციელ-ბენედიქტინელ ბერებს. ლათინთა იმპერიის განადგურების შემდეგ, მიქაელ VIII პალეოლოგოსმა აღადგინა ეკლესია და სატრაპეზოში დაამატა მოზაიკა, სადაც გამოსახული იყო იმპერატორის მეუღლე თეოდორა და შვილი კონსტანტინე. ეს მოზაიკა განადგურდა 1782 წელს სამატიის დიდი ხანძარის დროს.

შენობა 1402 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. 1422 წელს ამ მონასტერში ცხოვრობდა იმპერატორი მანუელ II პალეოლოგოსი ეპიდემიისა და ოსმალეთის სულთან მურად II-ის მიერ ქალაქის ალყის დროს.[6]

ოსმალეთის პერიოდი

რედაქტირება

1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ეკლესია კვლავ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდა. მიულერ-ვინერის ცნობით, 1461-1480 წლებში (სომეხთა ჩამოსახლება სამატიაში მოხდა ახ. წ. 1458/862 წლებში), სულთანმა მეჰმედ II-მ ეკლესია სომხურ თემს გადასცა. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ შენობა სომხებს გადაეცათ 1643 წელს სომეხი ქალის, სახელად შივეკარის შუამავლობით, რომელიც სულთან იბრაჰიმ I-ის საყვარელი იყო.[7] ამ პერიოდში აქ რამდენიმე ეკლესია აშენდა.

1722 წელს ეკლესია განაახლა სომეხმა არქიტექტორმა მელდონმა, მაგრამ 1782 წელს ყველაფერი გაანადგურა სამატიის დიდი ხანძრის დროს. ეკლესიას რეკონსტრუქცია ჩატარდა 1804 წელს.

შემდეგ 1866-1887 წლებში (1877 წელს მორიგი ხანძრის შემდეგ) ეკლესიას კვლავ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ეკლესიასთან ახლოს აშენდა ორი დიდი სკოლა.

ამჟამინდელი მდგომარეობა

რედაქტირება

ამჟამად ეკლესია სწორკუთხა ფორმისაა და მისი გვერდები დაახლოებით ოცდაათი მეტრის სიმაღლსაა. ეკლესიას აქვს აფსიდა ჩრდილო-აღმოსავლეთით და და ასევე სამრეკლო. ინტერიერი მდიდრულად არის გაფორმებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Janin (1953), p. 227.
  2. Müller-Wiener (1977) pg. 200
  3. Ronchey (2010), p. 443
  4. Müller-Wiener (1977) pg. 200
  5. Ronchey (2010), p. 443
  6. Janin (1953), p. 228.
  7. Eyice (1955), p.93.