ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამარა ჯოი მაკლენდონი (ინგლ. Samara Joy McLendon; დ. 11 ნოემბერი, 1999, ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ჯაზის მომღერალი. თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა 2021 წელს. JazzTimes-ის მიერ დასახელდა საუკეთესო ახალ შემსრულებლად. მეორე ალბომი, Linger Awhile (2022), გავიდა პირველ ადგილზე Billboard Jazz Albums ჩარტში.[2] 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე მოიგო ჯილდოები საუკეთესო ჯაზ ვოკალური ალბომისა და საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიებში. 2023 წლის სინგლმა „Tight" 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯაზ შესრულების ჯილდო დაიმსახურა.

სამარა ჯოი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სამარა ჯოი მაკლენდონი
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი, 1999 (1999-11-11) (25 წლის)
დაბ. ადგილი ბრონქსი[1]
წარმოშობა ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2019 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი samarajoy.com
სამარა ჯოი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სამარა ჯოი დაიბადა 1999 წელს ბრონქსში. ოჯახი მუსიკით იყო გატაცებული, რამაც მუსიკოსზეც იქონია გავლენა. ბებია-ბაბუა, ელდერ გოლდვაირი და რუთ მაკლენდონი, იყვნენ ფილადელფიის სახარების ჯგუფის The Savettes-ის დამფუძნებლები. ბაბუა ასევე იყო BET-ის Gospel Talent შოუს Sunday Best-ის მე-3 სეზონის ფინალისტი. მამა ვოკალისტი და ბასისტი იყო. სწორედ მან შეაყვარა ჯოის მუსიკა, განსაკუთრებით გოსპელის მომღერლები, როგორიცაა The Clark Sisters.[3] მუსიკოსი გატაცებული იყო სოულითა და Motown მუსიკით. სწავლობდა ფორდჰემის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში და მღეროდა ჯაზ ჯგუფში.[4] ამ დროის განმავლობაში, მოიგო საუკეთესო ვოკალისტის ჯილდო Essentially Ellington ფესტივალზე და გაიმარჯვა საშუალო სკოლის მუსიკალურ კონკურსში, რომელიც გაიმართა ლინკოლნის ცენტრში.[5][6]

სამარა ჯოი ჯაზ მუსიკამ განსაკუთრებით SUNY's Purchase College-ში ჩარიცხვის შემდეგ გაიტაცა.[7][8] კოლეჯში ყოფნის დროს დაიწყო ისეთი ჯაზ ვოკალისტების მოსმენა, როგორებიც არიან სარა ვონი და ელა ფიცჯერალდი.[9][10] ამავე დროს ასევე უსმენდა ინსტრუმენტალისტებს როგორებიც არიან კენი ვაშინგტონი, ჯონ ფადისი (რომელთანაც სწავლობდა) და ინგრიდ ჯენსენი.[11]

2019 წელს გაიმარჯვა სარა ვოანის საერთაშორისო ჯაზის ვოკალურ კონკურსში.[12][13] პროდიუსერთან და მენეჯერთან მეტ პირსონთან მუშაობის დროს, ჩაწერა თავისი სადებიუტო ალბომი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს. კოლეი დაამთავრა 2021 წელს. სადებიუტო ალბომი „Samara Joy“ გამოვიდა 2021 წლის 9 ივლისს, ლეიბლ Whirlwind Recordings-ის ეგიდით. 2021 წელს ჯაზ თაიმსმა სამარა ჯოი საუკეთესო ახალ შემსრულებლად დაასახელა.[14][15] 2021 წლის თებერვალში მონაწილეობდა Broadway, Inc.-ის მუსიკალურ კლიპში „Summertime".[16] ინტერვიუში კინორეჟისორმა რეჯინა კინგმა სამარა ჯოის უწოდა „ახალგაზრდა ქალი, რომლის სხეულში თითქოს სარა ვონი და ელა ფიცჯერალდი ცხოვრობენ“.[17]

ჯოის ვიდეოგრაფიაში შედის მრავალი მუსიკალური ვიდეო, მათ შორის ერთი 1,5 მილიონზე მეტი ნახვით. მუსიკოსი ასევე პოპულარული გახდა პლატფორმა TikTok-ზე, სადაც 200,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.[18] მან ტური გამართა ევროპაში, მათ შორის იტალიასა და ავსტრიაში, სადაც ბილეთები მთლიანად გაიყიდა.[19] ასევე 2021-2022 წლებში გამართა ტური აშშ-ში და გამოვიდა ისეთ ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე, როგორიცაა მონტერეის ჯაზ ფესტივალი, Lincoln Center Summer For The City's Jazz Underground-ის ფესტივალი და ზამთრის ჯაზფესტი.[20][21][22]

2022 წლის 15 თებერვალს, სატელევიზიო შოუში „Today“ გიტარისტ პასკუალე გრასოსთან ერთად შეასრულა სიმღერა.[23] მათ კვლავ იმღერებს ერთად 2022 წლის სექტემბერში. 2022 წლის 15 ივნისს გამოვიდა Carnegie Hall-ის მე-16 წლიურ ღონისძიებაზე. მოგვიანებით ასევე გამოვიდა ნიუპორტის ჯაზის ფესტივალზე. ჯაზ-პიანისტ ჯულიუს როდრიგესთან თანამშრომლობით ჩაწერა სიმღერა როდრიგესის ალბომისთვის „Let Sound Tell All“.[24]

2022 წლის 16 სექტემბერს გამოუშვა თავისი მეორე ალბომი, „Linger Awhile“, ლეიბლ Verve Records-ის ეგიდით. ალბომზე იმუშავეს ისეთ მუსიკოსებმა, როგორებიც არიან დრამერი კენი ვაშინგტონი, გიტარისტი პასკუალე გრასო, პიანისტი ბენ პატერსონი და ბასისტი დევიდ ვონგი. 2022 წელს გამოვიდა ლინკოლნის ცენტრის ორკესტრთან ერთად „Big Band Holidays“ ტურნეზე.[25][26]

2023 წელს მიიღო ნომინაციები გრემის ჯილდოზე და გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: საუკეთესო ჯაზ ვოკალური ალბომი „Linger Awhile“-სთვის და საუკეთესო ახალი შემსრულებელი.[27][28]

ჯილდოები

რედაქტირება

სამარა ჯოის ჯამში მიღებული აქვს 7 ნომინაცია. აქედან გაიმარჯვა 6 ში, მათ შორის კი მიღებული აქვს გრემის ჯილდო, ჯაზის მუსიკალური დაჯილდოების ჯილდო, NAACP Awards-ის ჯილდო და სხვ. ასევე გაიმარჯვა სარა ვოანის საერთაშორისო ჯაზის ვოკალურ კონკურსში.[28][27][12][13]

წელი ასოციაცია კატეგორია ნომინირებული ნამუშევარი შედეგი
2019 წელი სარა ვონის საერთაშორისო ჯაზის ვოკალური კონკურსი თვითონ მოიგო
2021 წელი JazzTimes საუკეთესო ახალი შემსრულებელი მოიგო
2022 წელი ჯაზის მუსიკალური ჯილდოები საუკეთესო ახალი ჯაზის შემსრულებელი მოიგო
2023 წელი გრემის დაჯილდოვება საუკეთესო ახალი შემსრულებელი მოიგო
საუკეთესო ჯაზ ვოკალური ალბომი Linger Awhile მოიგო
NAACP Image Awards გამორჩეული ჯაზის ალბომი – ვოკალი ნომინირებული
2024 წელი გრემის დაჯილდოვება საუკეთესო ჯაზის შესრულება „Tight“ მოიგო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Samara Joy - Jazz at Lincoln Center
  2. Caulfield, Keith. (2023-02-13) Samara Joy’s ‘Linger Awhile’ Hits No. 1 on Multiple Billboard Charts After Best New Artist Grammy Win en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-05
  3. Marcel, Jean-Pierre (4 March 2022). „Women's History Month: Meet Jazz Artist Samara Joy, the Voice of a New Generation“. Ebony. ციტირების თარიღი: 27 April 2022.
  4. Meet Samara McLendon. Purchase College. ციტირების თარიღი: April 27, 2022
  5. Meet Samara McLendon. Purchase College. ციტირების თარიღი: April 27, 2022
  6. Charleston, Rita (29 January 2021). „Vocalist Samara Joy seeks to spread understanding of jazz music“. The Philadelphia Tribune. ციტირების თარიღი: 27 April 2022.
  7. Whitehead, Kevin. (12 August 2021) Newcomer Samara Joy Makes An Imposing Debut On Her Self-Titled Album. ციტირების თარიღი: 27 April 2022
  8. Faircloth, Keanna. (November 21, 2019) Meet Samara McLendon on Afternoon Jazz, Before the Sarah Vaughan Vocal Competition. WBGO. ციტირების თარიღი: 13 June 2022
  9. Gelly, Dave (August 7, 2021). „Samara Joy: Samara Joy review – classic American song in safe young hands“. The Guardian. ციტირების თარიღი: 27 April 2022.
  10. INTRODUCING THE FOUNDATION'S ELLA FITZGERALD MEMORIAL SCHOLARS. ციტირების თარიღი: 21 November 2022
  11. Garelick, Jon (11 November 2022). „Holiday cheer from Samara Joy, with her own twist on tradition“. Boston Globe. ციტირების თარიღი: 17 November 2022.
  12. 12.0 12.1 Sieff, Adam. (26 July 2021) Samara Joy: 'Samara Joy'. ციტირების თარიღი: 27 April 2022
  13. 13.0 13.1 Faircloth, Keanna. (25 November 2019) Samara McLendon Wins the 2019 Sarah Vaughan International Jazz Vocal Competition. WBGO. ციტირების თარიღი: 6 June 2022
  14. 2021 JazzTimes Expanded Critics' Poll Results (April 27, 2022). ციტირების თარიღი: 13 June 2022
  15. Rabinowitz, Chloe. (21 February 2022) NJPAC Celebrates Jazz Appreciation Month With Great Shows. ციტირების თარიღი: 13 June 2022
  16. Fitzpatrick, Felicia (15 February 2021). „Go Behind the Scenes of Women of Color on Broadway's "Summertime" Music Video“. Playbill. ციტირების თარიღი: 13 June 2022.
  17. Keegan, Rebecca. (January 13, 2021) Director Roundtable: Regina King, Spike Lee, George Clooney and More Reflect on State of "Cinematic Experience" Amid Pandemic. ციტირების თარიღი: April 27, 2022
  18. Samara Joy Sings. TikTok. ციტირების თარიღი: 21 November 2022
  19. Haas, Scott. (June 16, 2021) Samara Joy — voice of a new generation. ციტირების თარიღი: 27 April 2022
  20. Harrington, Jim. (11 April 2022) Monterey Jazz Festival releases 2022 lineup. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 27 April 2022
  21. Russonello, Giovanni (24 January 2022). „Watch 5 Standout Performances From Winter Jazzfest“. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 June 2022.
  22. Rabinowitz, Chloe. (3 June 2022) Lincoln Center Summer For The City to Present Jazz Underground Featuring Samara Joy and More. ციტირების თარიღი: 13 June 2022
  23. Rabinowitz, Chloe. (23 February 2022) Samara Joy Performs On TODAY WITH HODA & JENNA. ციტირების თარიღი: 27 April 2022
  24. Hobart, Mike (10 June 2022). „Julius Rodriguez: Let Sound Tell All — a wide-ranging debut“. Financial Times. ციტირების თარიღი: 13 June 2022.
  25. „Jazz at Lincoln Center Orchestra featuring Dianne Reeves with Samara Joy: Big Band Holidays“. Raleigh Magazine. ციტირების თარიღი: 17 November 2022.
  26. „Jazz at Lincoln Center Orchestra ft. Dianne Reeves w/ Samara Joy“. Austin Chronicle. ციტირების თარიღი: 17 November 2022.
  27. 27.0 27.1 Grammy Nominations, CNN, November 15, 2022.
  28. 28.0 28.1 SAMARA JOY VERVE RECORDS DEBUT EARNS 2 GRAMMY NOMINATIONS (15 November 2022). ციტირების თარიღი: 17 November 2022
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამარა_ჯოი“-დან