სალმა ჰაიეკი (ესპ. Salma Valgarma Hayek Jiménez-Pinault; დ. 2 სექტემბერი 1966, კოაცაკოალკოსი, მექსიკა) — მექსიკელი კინომსახიობი და პროდიუსერი. იგი მექსიკელთაგან ჰოლივუდის ყველაზე წარმატებული მსახიობია კარმენ მირანდას შემდეგ. სალმა ჰაიეკი 2002 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში „ფრიდა“.

სალმა ჰაიეკი

სალმა ჰაიეკი 2020 წელს
დაბადების სახელი სალმა ვალგარმა ჰაიეკ ხიმენეს-პინო
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1966 (1966-09-02) (58 წლის)
კოაცაკოალკოსი, ვერაკრუსი, მექსიკის დროშა მექსიკა
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
რეჟისორი
აქტიური 1988–დღემდე
მეუღლე(ები) ფრანსუა ანრი პინო (2009–დღემდე)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: სამი ჰაიეკ დომინგესი
დედა: დიანა ხიმემენეს მედინა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სალმა ჰაიეკი დაიბადა ქალაქ კოაცაკოალკოსში. დედამისი, დიანა ხიმემენეს მედინა, ესპანური წარმოშობის ოპერის მომღერალია, ხოლო მამამისი, სამი ჰაიეკ დომინგესი, ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელი, ლიბანური წარმოშობისაა, რომელიც ერთხანს ქალაქ კოაცაკოალკოსის მერად არჩევის კენჭისყრაშიც კი მონაწილეობდა[1][2][3].

სალმა ჰაიეკი იზრდებოდა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. 12 წლის ასაკში სასწავლებლად მიავლინეს გოგონებისათვის განკუთვნილ კათოლიკურ[4] სკოლა-ინტერნატში ლუიზიანაში[3]. აქ ყოფნის დროს სალმას დაუსვეს დიაგნოზი — დისლექსია[5]. სკოლიდან წასვლის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ყოფაქცევის უარყოფითი დახასიათებით, სალმა ჰაიეკი გარკვეული დროით დაბრუნდა მექსიკაში, საიდანაც სულ მალე თავის ნათესავთან აშშ-ში, ჰიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ მან ჩააბარა იბეროამერიკულ ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებზე[3].

23 წლის ასაკში სალმა ჰაიეკმა როლი მიიღო მექსიკურ ტელენოველაში „ტერეზა“ (1989). ამ სერიალის ხარჯზე მოიპოვა ეროვნული ვარსკვლავის სტატუსი. მოგვიანებით, 1994 წელს ითამაშა მექსიკურ ფილმში „ხეივნის საოცრება“. ამ როლისთვის მიენიჭა მექსიკის კინოპრემია „არიელის ჯილდო“. ამერიკის შეერთებულ შტატებში სალმა ჰაიეკი როგორც ემიგრანტი გამოჩნდა[6]. 1991 წელს დასახლდა ლოს-ანჟელესში, სადაც შეუდგა სამსახიობო ხელობის შესწავლას სტელა ადლერთან[7].

1995 წელს რობერტ როდრიგესმა სალმა ჰაიეკი მიიწვია გადაღებებზე ფილმში „სასოწარკვეთილი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ანტონიო ბანდერასი[3]. ამ ფილმის შემდეგ სალმა ასე თუ ისე ცნობილი ხდება ჰოლივუდის წრეებში და შესაბამისად ყურადღება მიიპყრო კინოსტუდიების მხრიდან. 1996 წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, სადაც თამაში მოუწია კვენტინ ტარანტინოსთან და ჯორჯ კლუნისთან. 1997 წელს ჰაიეკმა მეტიუ პერისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა რომანტიკულ კომედიაში „აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია“. 1999 წელს ვილ სმიტთან ერთად მოუწია თამაში დიდბიუჯეტიან ფილმში „ველური, ველური დასავლეთი“, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ფილმში „დოგმა“.

2000 წლისათვის სალმა ჰაიეკმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „ვენტანაროსა“, სადაც შეუდგა ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების წარმოებას. ამ მოღვაწეობაში მისი პირველი გამოცდა იყო ფილმი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, რომელიც წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.[8] 2002 წელს გამოვიდა ცნობილი ფილმი „ფრიდა“, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა და ასევე ფილმს პროდიუსირებაც გაუწია. ამ როლისთვის სალმა ჰაიეკი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე[3], როგოროც საუკეთესო მსახიობი. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მასში გაშუქებულია მექსიკელი ფერმწერის ფრიდა კალოს ცხოვრება-მოღვაწეობა. ფილმში ერთბაშად ცნობილმა მსახიობებმა მოიყარეს თავი: ალფრედ მოლინა, ჯეფრი რაში, ეშლი ჯადი, ანტონიო ბანდერასი, ედვარდ ნორტონი და სხვ.

2005 წლის დეკემბერში ჰაიეკმა გადაიღო მუსიკალური კლიპი მომღერალ პრინსისთვის, სახელწოდებით „Te Amo Corazon“, („I love you, sweetheart“).[9] 2006 წლის სექტემბერში იგი იყო ტელესერიალ „უშნო ბეტი“-ს საშემსრულებლო პროდიუსერი, რომლის ტრანსლირება მთელ მსოფლიოში წარმოებდა 2006-2010 წლებში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993 ჩემი შეშლილი ცხოვრება Mi Vida Loca გატა
1994 მრბოლელები Roadracers დონა
1995 სასოწარკვეთილი Desperado კაროლინა
1995 სამართლიანი თამაში Fair Game რიტა
1995 ზნედაცემული სიყვარული El callejón de los milagros ალმა
1995 ოთხი ოთახი Four Rooms ტელევიზიით მოცეკვავე გოგონა
1996 მზის ჩასვლიდან განთიადამდე From Dusk Till Dawn სანტანიკო პანდემონიუმი
1996 სახლში გამაცილე Follow Me Home ბეტი
1996 გაქცეულები Fled კორა
1997 აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია Fools Rush In იზაბელ ფუენტესი
1997 განშორების ზღვარზე Breaking Up მონიკა
1997 კუზიანი ნოტრ დამიდან The Hunchback ესმერალდა
1998 სტუდია 54 54 ანიტა
1998 სწრაფი გარი The Velocity of Gary მერი კარმენი
1998 ფაკულტეტი The Faculty მედდა ჰარპერი
1999 დოგმა Dogma სერენდიპიტი
1999 ველური, ველური დასავლეთი Wild Wild West რიტა ესკობარი
2000 ტაიმკოდი Timecode როზა
2000 ვაჭრობა Traffic როსარიო
2001 ოტელი Hotel ჩარლი ბო
2001 პეპლების დროება In the Time of the Butterflies მინერვა მირაბალი
2002 ფრიდა Frida ფრიდა კალო
2003 ჯაშუში ბავშვები 3-D Spy Kids 3-D: Game Over ფრანჩესკა გიგლსი
2003 ერთხელ მექსიკაში Once Upon a Time in Mexico კაროლინა
2004 დაისის შემდეგ After the Sunset ლოლა სირილიო
2006 შეეკითხეთ მტვერს Ask the Dust კამილა ლოპესი
2006 ბანდიტები Bandidas სარა სანდოვალი
2007 მარტოხელა გულები Lonely Hearts მარტა ბეკი
2007 Across the Universe Across the Universe ბენ კალმენი
2009 მახინჯების ცირკი Cirque Du Freak: The Vampire's Assistant მადამ ტრუსკა
2010 თანაკლასელები Grown Ups როქსანა ჩეს-ფედერი
2011 ანფ ჩექმებიანი კატა Puss in Boots კიტი

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სალმა ჰაიეკი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.[10] იგი ოთხი წლის განმავლობაში (1999-2003) ხვდებოდა ედვარდ ნორტონს, ხოლო შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში (2003-2004) ჯოშ ლუკასთან ჰქონდა ურთიერთობა.

ერთ დროს სალმა ჰაიეკი დაქორწინებას აპირებდა ფრანსუა ანრი პინოსთან, რომლისგანაც 2007 წლის 21 სექტემბერს პირველი შვილი შეეძინა. თუმცა 2008 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა. შვილი სალმას დარჩა. 2009 წლის 23 აპრილს წყვილმა აღადგინა ურთიერთობა და საბოლოოდ სალმა ჰაიეკი და ფრანსუა ანრი პინო დაქორწინდნენ.

სალმა ჰაიეკი სიმაღეში 157 სმ-ია;[11] მას მეგობრული ურთიერთობა აქვს პენელოპე კრუზთან, ეშლი ჯადთან და ვალერია გოლინოსთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Love, Bret (March 2003). "The Beautiful Mind of Salma Hayek". Razor Magazine, p. 48.
  2. „Footlights“. The New York Times. September 17, 1997. ციტირების თარიღი: May 23, 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Lipton, James (host) (December 5, 2004). „Salma Hayek“. Inside the Actors Studio. სეზონი 11. ეპიზოდი 1105. Bravo. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 28, 2008. ციტირების თარიღი: ივნისი 24, 2011.
  4. Salma Hayek. Hello!. ციტატა: „...raised in a conservative Catholic family...“ ციტირების თარიღი: 2010-06-24.
  5. Drawn From Life
  6. გამომცემლობითი სახლი „ახალი შეხედულება“ იყო არარეგალი მექსიკიდან:
  7. Stella Adler Alumni. stellaadler-la.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2007. ციტირების თარიღი: February 19, 2008.
  8. „El coronel no tiene quien le escriba, de Arturo Ripstein representará a México en los Premios Oscar“ (Spanish). El Mundo. November 6, 1999.
  9. „Prince and Salma Hayek Create 'Te Amo Corazon'. PRNewswire. December 12, 2005.
  10. "Salma Hayek Biography". People. Retrieved 2010-08-09.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-28. ციტირების თარიღი: 2011-06-24.
  11. სამა ჰაიეკის პროფილი