რობერტ როდრიგესი
რობერტ როდრიგესი (ინგლ. Robert Rodriguez; დ. 20 ივნისი, 1968, სან-ანტონიო, ტეხასი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი,მსახიობი და კინოკომპოზიტორი. ფილმების უმრავლესობას იღებს მექსიკასა და მშობლიურ ტეხასში. მეგობრობს კვენტინ ტარანტინოსთან.
რობერტ როდრიგესი | |
---|---|
როდრიგესი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | რობერტ ენტონი როდრიგესი |
დაბადების თარიღი |
20 ივნისი, 1968 სან-ანტონიო, ტეხასი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1991-დღემდე |
მეუღლე(ები) | ელისაბედ აველიანი (იქ. 1990–2006) |
შვილ(ებ)ი | 5 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაროდრიგესი და ტარანტინომ ერთად დაიწყეს კინოკარიერა. ხშირად ტანამშრომლობდნენ ერთმანეთის პროექტებში. მისი პირველი ფილმი იყო „El Mariachi“ (1993). 1996 წელს გადაღებული „From Dusk til Dawn“, იყო 1990-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ჰორორ-ფილმი. მისი სცენარი ტარანტინომ დაწერა და თავადვე მონაწილეობდა, როგორც მსახიობი. 1994 წელს გადაიღო სატელევიზიო ფილმი „Roadracers“. 1995 წლის ფილმი „Desperado“ წარმოადგენდა თანამედროვე ვესტერნს. ამ ფილმის რიმეიკი გამოვიდა 2004 წელს სახელით „ერთხელ მექსიკაში“. ფილმები, „The Faculty“ (1998) და „Spy Kids“ (2001) გათვლილი იყო ბავშვებზე. როდრიგესის საუკეთესო ფილმი იყო 2005 წელს გადაღებული ნეო-ნუარის ჟანრის „ცოდვის ქალაქი“, რომელიც კომიქსის ადაპტაციას წარმოადგენდა. 2007 წელს ტარანტინოსთან ერთად განახორციელა პროექტი „გრაინდჰაუსი“, რომლის ფარგლებში გადაიღო ფილმი „Planet Terror“. როდრიგესმა გააგრძელა ბავშვთა აუდიტორიაზე მუშაობა ფილმებით „Spy Kids 3: Game Over“ (2003), „The Adventures of Sharkboy and Lavagirl“ (2005), „Shorts“ (2009), „Spy Kids 4: All the Time in the World“ (2011).
როდრიგესის ბოლო ნამუშევრებია „მაჩეტე“ (2010), „მაჩეტე კლავს“ (2013) და „ცოდვების ქალაქის“ გაგრძელება (2014).
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
- 1995 - ოთხი ოთახი (Four Rooms)
- 2003 - ერთხელ მექსიკაში (Once Upon a Time in Mexico)
- 2005 - ცოდვის ქალაქი (Sin City)
- 2010 - მაჩეტე (Machete)
- 2013 - მაჩეტე კლავს (Machete Kills)
- 2014 - ცოდვის ქალაქი 2 (Sin City: A Dame to Kill For)