სალი რუნი (დ. 20 თებერვალი, 1991) — ირლანდიელი მწერალი და სცენარისტი, ავტორი რომანებისა: „საუბრები მეგობრებთან“ (2017) და „ჩვეულებრივი ადამიანები“ (2018).

სალი რუნი
ინგლ. Sally Rooney
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1991(1991-02-20) (33 წლის)
დაბადების ადგილი კასლბარი
საქმიანობა რომანისტი, კინოსცენარისტი, კინოპროდიუსერი და მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  ირლანდიის რესპუბლიკა
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი
Magnum opus საუბრები მეგობრებთან, ჩვეულებრივი ადამიანები, მშვენიერო სამყარო, სად ხარ?[1] და Intermezzo
ჯილდოები Costa Book Award for Novel, Time 100[2] და Encore Award
ნათესავ(ებ)ი Catherine Prasifka
ხელმოწერა

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

დაიბადა და გაიზარდა მეიოს საგრაფოს ქალაქ კასლბარში, სადაც დღესაც ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც განათლება დუბლინში მიიღო, ნიუ-იორკში კი სტაჟირება გაიარა. მამამისი ტელევიზიაში მუშაობდა, დედა კი ხელოვნების ცენტრს მართავდა.

რუნი დუბლინის სამების კოლეჯში სწავლობდა, სადაც 2011 წელს მეცნიერად აირჩიეს. მაგისტრატურის საფეხურზე მან თავდაპირველად პოლიტიკის სწავლა დაიწყო, თუმცა შემდგომ ამერიკული ლიტერატურის შესწავლა გადაწყვიტა და 2013 წელს მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

უნივერსიტეტში სწავლისას რუნი მუდმივად მონაწილეობდა დებატებში და 2013 წელს ევროპის უნივერსიტეტების დებატების ჩემპიონატზე გაიმარჯვა კიდეც. მწერლობის დაწყებამდე რუნი რესტორანში ადმინისტრატორად მუშაობდა.

სამწერლო კარიერა

რედაქტირება

რუნიმ პირველი რომანი, რომელიც არ გამოუქვეყნებია, 15 წლის ასაკში დასრულა.[3] მისი პირველი გამოქვეყებული ნამუშევარი საშუალო სკოლაში სწავლისას ჟურნალში დაბეჭდილი ორი ლექსი იყო.[4] მან სტაბილურად წერა 2014 წელს დაიწყო. სადებიუტო რომანი, „საუბრები მეგობრებთან“, მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში დაწერა. რომანისთვის მან Sunday Times/Peters Fraser & Dunlop-ის წლის ახალგაზრდა მწერლის ჯილდო მოიპოვა.[5][6] წიგნი ასევე წარდგენილი იყო დილან თომასისა[7] და ფოლიოს პრემიებზე.

2018 წელს გამოქვეყნდა რუნის მეორე რომანი „ჩვეულებრივი ადამიანები“.[8][9] რომანის იდეა მას დაებადა ორ პერსონაჟს შორის ურთიერთობის კვლევისას თავისი მოთხრობიდან „კლინიკაში “, რომელიც 2016 წელს ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა.[10][11] რომანი ბუკერის პრემიის ნომინანტების გრძელ სიაში მოხვდა,[12] გახდა „წლის ირლანდიური რომანი“[13] და მოიპოვა კოსტას წიგნის პრემია.[14][15] რომანი ასევე წარდგენილი იყო დილან თომასის პრემიაზე.[16] მან აღიარება მოიპოვა ისეთი ცნობილი ადამიანებისგან, როგორებიც არიან ბარაკ ობამა და ტეილორ სვიფტი.

რომანის მიხედვით 12-ეპიზოდიანი სერიალი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს დეიზი ედგარ-ჯოუნსი და პოლ მესკალი ასრულებენ.

პოლიტიკური შეხედულებები

რედაქტირება

რუნი საკუთარ თავს მარქსისტს უწოდებს.

  1. http://bibliografi.dk/content.php?page=author&value=15912
  2. https://time.com/collection/100-most-influential-people-2022/6177799/sally-rooney-artists/
  3. Cocozza, Paula. (24 May 2017) 'I have an aversion to failure': Sally Rooney feels the buzz of her debut novel'. The Guardian. ციტირების თარიღი: 14 May 2020
  4. Announcing our new editor….
  5. Announcing: the Rathbones Folio Prize 2018 Shortlist. Folio Prize (27 March 2018). ციტირების თარიღი: 4 June 2018
  6. Code8 team. Sally Rooney - Young Writer of the Year Award. ციტირების თარიღი: 19 May 2020
  7. Francesca Pymm. (29 March 2018) Conversations with Authors: Sally Rooney talks to The Bookseller. The Bookseller. ციტირების თარიღი: 4 June 2018
  8. Sally Rooney's second novel, Normal People, due in September. The Irish Times (23 February 2018). ციტირების თარიღი: 4 June 2018
  9. Normal People | Sally Rooney (9 August 2018). ციტირების თარიღი: 19 May 2020
  10. Sally Rooney on sex, power and the art of being normal en (12 September 2018). ციტირების თარიღი: 18 June 2019
  11. At the Clinic en-US. ციტირების თარიღი: 7 May 2021
  12. Man Booker prize 2018 longlist – in pictures. The Guardian (23 July 2018). ციტირების თარიღი: 24 July 2018
  13. Success for Lynn Ruane, Sally Rooney and Aislings everywhere at Irish Book Awards. TheJournal.ie (27 November 2018). ციტირების თარიღი: 29 November 2018
  14. Singh, Anita (7 January 2019). „Youngest ever Costa Book Prize winner: Sally Rooney claims victory following Booker 'snub'. The Telegraph. ციტირების თარიღი: 7 January 2019.
  15. Devers, A. N.. (25 March 2019) Sally Rooney on Normal People, Conversations With Friends, and 19th Century Literature. ციტირების თარიღი: 19 May 2020
  16. Flood, Alison (31 January 2019). „Dylan Thomas prize: teacher and nurse among 'starburst' of young talent“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 4 February 2019.