სალვატორე ადამო
სალვატორე ადამო (იტალ. Salvatore Adamo; დ. 1 ნოემბერი, 1943, კომიზო, სიცილია, იტალია) - იტალიური წარმოშობის ბელგიელი მომღერალი, ავტორ-შემსრულებელი.
სალვატორე ადამო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 ნოემბერი, 1943 |
დაბ. ადგილი | კომიზო, სიცილია, იტალია |
საქმიანობა | ავტორ-შემსრულებელი |
საიტი | adamosalvatore.com |
სალვატორე ადამო ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირება1947 წელს სალვატორეს მამა საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა, ვალონიის მაღაროებში სამუშაოდ და ოჯახი დასახლდა ჯემაპესში მონსის მახლობლად . სამოციანი წლების დასაწყისში ადამომ მონაწილეობა მიიღო რადიოსადგურ „ლუქსემბურგის რადიოს“ კონკურსში, სადაც თავისივე დაწერილი სიმღერა შეასრულა. კონკურსის ფინალურ ტურში, რომელიც პარიზში ჩატარდა, ადამოს სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა. 1963 წელს სალვატორე ადამომ დაწერა სიმღერა „თოვლი მოდის“ („Tombe la neige“), რომელიც მალევე გახდა ცნობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის სსრკ-შიც) და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიმღერა ჩაიწერა სხვადასხვა ენებზე ცნობილი შემსრულებლის მიერ. მათ შორის არიან: მუსლიმ მაგომაევი, ემილ გოროვეცი, რადმილა კარაკლაიჩი, ვალერი ლეონტიევი და სხვები.
პირველი წარმატება მოვიდა 1963 წელს Sans toi ma mie („შენ აქ ჩემთან ხარ“). შემდეგ ის გადავიდა პარიზში, სადაც ჩაწერა თავისი სადებიუტო ალბომი: 63/64 Tombe la neige-სთან და Vous permitz, Monsieur? რომელიც 1964 წელს პირველი იყო საფრანგეთში ოთხი კვირით, ნიდერლანდებსა და ბელგიაში თერთმეტი კვირის განმავლობაში, რითაც იგი მსოფლიო ცნობილ ადამიანად აქცია. 1965 წელს La Nuit იყო პირველი თერთმეტი კვირის განმავლობაში საფრანგეთში და მესამე ბელგიაში, ხოლო Mes Mains Sur Tes Hanches პირველი თერთმეტი კვირის განმავლობაში საფრანგეთში და მეორე ბელგიაში.
ადამომ ჩაწერა სიმღერა Dolce Paola, რომელიც მიუძღვნა პაოლა რუფო დი კალაბრიას, ბელგიის მომავალ დედოფალს, რომელზეც ავტორ-შემსრულებელი შეყვარებული იყო. 1964 წელს ბელგიაში, ფლანდრიაში პირველ ადგილს და ნიდერლანდებში მეხუთე ადგილს მიაღწია. 1968 წელს Affida una lacrima al vento (Accroche une larme aux nuages) ერთად მან მოიგო იტალიის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი (Festivalbar) და დაიკავა პირველი ადგილი ჰიტ-აღლუმზე. ამავე დროს, მისი სიმღერა Tu somigli all'amore (L'amour te ressemble) ხდება სატელევიზიო შოუს Disco verde-ს თემატური სიმღერა. 1968 წლის დეკემბერში სინგლმა Pauvre Verlaine მიაღწია პირველ ადგილს საფრანგეთში.
1969 წელს ის დაქორწინდა ნიკოლზე, რომელთანაც მას ორი შვილის ჰყავს: ენტონი (დ. 1969) და ბენჯამინი (დ. 1980). ის ასევე არის ამელის მამა, რომელიც დაიბადა 1979 წელს გერმანელ მსახიობ ანეტ დალთან ურთიერთობის შედეგად.
1976 წელს სანრემოს ფესტივალში მონაწილეობდა სტუმრის სტატუსით.
1984 წელს მომღერალს გულის ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც იძულებული გახდა შეემცირებინა სამუშაო აქტივობა. 1993 წლიდან ადამო არის UNICEF-ის ელჩი ბელგიაში. 2001 წელს ბელგიის მეფემ ალბერ II-მ მიანიჭა „რაინდის“ წოდება და მომდევნო წელს მიიღო „საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცრის“ წოდება.
დღეისათვის ადამოს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი პრაქტიკულად ყოველთვის ცხოვრობდა ბელგიაში, მას არასოდეს უთქვამს უარი იტალიის მოქალაქეობაზე, როგორც მამის მიმართ მოვალეობის გრძნობის გამო, ასევე ბელგიაში ორმაგი მოქალაქეობის ქონის იურიდიული შეუძლებლობის გამო. 2010 წელს კანონი შეიცვალა და მას შეეძლო დაეწყო ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცესი. ის კვლავ ცხოვრობს უკლეში, ბრიუსელთან ახლოს.
2018 წელს მას მიენიჭა ტენკოს პრემია იტალიური კულტურისა და მუსიკის გავრცელებისთვის ქვეყნის საზღვრებს მიღმა.[1] გამოცემის დროს, სახელწოდებით „მიგრანტები, იდეები, მუსიკა“, ბელგიელი ავტორ-შემსრულებელი კვლავ გამოჩნდა სანრემოს არისტონის თეატრის სცენაზე, იტალიაში ჩატარებული მისი ბოლო ცოცხალი კონცერტიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ.