რადმილა კარაკლაიჩი
რადმილა კარაკლაიჩი (სერბ. Радмила Караклајић / Radmila Karaklajić; დ. 8 ოქტომბერი, 1939, ბელგრადი) —მომღერალი და მსახიობი, იუგოსლავიის და სერბეთის სახალხო არტისტი.[1]
რადმილა კარაკლაიჩი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Радмила Караклајић |
დაბადების თარიღი |
8 ოქტომბერი. 1939 (83 წლის) ბელგრადი, იუგოსლავიის სამეფო |
მოქალაქეობა | სერბეთი |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი |
აქტიური | 1960-დან |
ბიოგრაფია
რედაქტირებარადმილა კარაკლაიჩი დაიბადა ბელგრადში 1939 წლის 8 ოქტომბერს. სწავლობდა ბელგრადის უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე. იგი სიმღერით იყო გატაცებული. ერთხელაც მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რის შემდეგაც სახელი გაითქვა, როგორც მომღერალმა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბელგრადის რადიოს სოლისტი გახდა.
1963 წელს მომღერალმა მიიღო პირველი პრემია იტალიის საერთაშორისო ფესტივალზე.
1966 წლის აგვისტოში, იუგოსლავიაში გამართულ ყოველწლიურ ფესტივალზე "ადრიატიკის მელოდიები" კომპოზიტორ ჰეგედუშიჩის სიმღერამ "ბოკელსკაიას ღამე" და მისმა შემსრულებელმა რადმილა კარაკლაიჩმა პირველი ადგილი დაიკავეს.
1967 წელს მას დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმ "Fair Wind, Blue Bird" შესრულებულმა სიმღერებმა. 1970-იან წლებში მსახიობმა ითამაშა იუგოსლავიის ტელესერიალში. იგი გახლდათ იუგოსლავიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც სოლო კონცერტი გამართა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
1973 წელს მან შეასრულა სიმღერა გადაცემაში "ვარსკვლავები გიღიმიან".
1977 წელს ლენინგრადში, ოქტიაბრსკის საკონცერტო დარბაზში, გაიმართა რადმილა კარაკლაიჩის სოლო კონცერტი.
მომღერალმა 1987 წელს მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო ფილმის "მხოლოდ ერთი დღე" გადაღებებში, სადაც შეასრულა სიმღერა "მე ვიქნები".
რადმილა კარაკლაიჩი კონცერტებს მართავდა სხვადასხვა ორკესტრებთან და ანსამბლებთან ერთად, მათ შორის იყვნენ: საესტრადო ორკესტრი ბოგდან დიმიტრიევიჩის დირიჟორობით, ვოკალურ- ინსტრუმენტული ანსამბლი "ოქროს სიმები" მილეკო კაშანინის ხელმძღვანელობით, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი პიტერ სემის ხელმძღვანელობით, ანსამბლი "კონტაქტი".
1990-იან წლებში, იუგოსლავიის ომების გამო, რადმილა კარაკლაიჩმა შეწყვიტა შემოქმედებითი საქმიანობა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა კვიპროსზე საერთაშორისო კომპანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსად, ასევე ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას. შემდეგ მომღერალი სცენას დაუბრუნდა. 1999 წელს იგი იყო ახალგაზრდა პოპ სიმღერების შემსრულებელთა კონკურსი ჟიურის წევრი საერთაშორისო ფესტივალის „ვიტებსკის სლავიანსკი ბაზარის“ ფარგლებში. 1999 წელს რადმილა კარაკლაიჩმა მონაწილეობა მიიღო ბელორუსში, კერძოდ ქალაქ ვიტებსკში ჩატარებულ კონცერტ „ოქროს შლიაგერში“.
2005 წლის 12 ივნისს აიდა ვედიშევამ და რადმილა კარაკლაიჩმა კონცერტი გამართეს ნიუ-იორკში, Millenium Hall-ში. 2006 წელს მიიღო მონაწილეობა გადაცემაში "მეგობრობის მელოდიები — 2006".
იუგოსლავიისთვის რთულ პერიოდში კარაკლაიჩი იუგოსლაველი ესტრადის შემსრულებლებთან ერთად ყოველდღე გამოდიოდა ბელგრადის მთავარ მოედანზე და მღეროდა—ასე უჭერდნენ მხარს არტისტები ხალხის სულისკვეთებას ომის დროს. მისი სახლის კედლებს ახლაც ეტყობა დაბომბვის ნაკვალევი.
რადმილა კარაკლაიჩის მდიდარ რეპერტუარში შედის: ინგლისური, ფრანგული, იტალიური და ამერიკული სიმღერები. მომღერალი კვლავ აქტიურად გამოდის სცენაზე, ხშირად დადის გასტროლებზე. [2][3]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებარადმილა კარაკლაიჩი ორჯერ იყო დაქორწინებული. მის პირველი მეუღლეს დრაგანი ერქვა. მასთან განქორწინების შემდეგ ცოლად გაჰყვა ლუბომირს. მისგან შეეძინა ვაჟი, ოგნენი, რომელიც ამჟამად დიჯეია.[4]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Anđelina, zumba, zumba / Poziv na tvist / Selena tvist / Kroz planine na put (1964)
- Crne oči / Kolja / Smeši se mesec / Ja ću te pričekati (1964)
- Nada / Ja nisam više dete / Mi u kampu / Ti, ljubavi, ti (1964)
- Niko mi ne može suditi / Ti si baš taj / To naše mesto / U naše vreme (1966)
- Pata pata (1968)
ალბომები
რედაქტირება- Radmila Karaklajić (1978)
- Ciganske pesme (1981)
- Радмила Караклаич (1983)
სინგლები
რედაქტირება- Ljubavi / Taka taka (1973)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Radmila Karaklajić — ispovest legende”. Архивирано из оригинала на датум 06. 05. 2009. Приступљено 21. 11. 2008. (სერბ.)
- ↑ Radmila Karaklajić na rateyourmusic.com
- ↑ XIX Международный фестиваль искусств «Славянский базар в Витебске» Музей/Международное жюри 2012 .
- ↑ «Я жертвовала личной жизнью, но не интересами сына». ციტირების თარიღი : 26 თებერვალი 2018. დაარქივებული ორიგინალიდან 20 მარტი 2018