პაოლა რუფო დი კალაბრია
პაოლა რუფო დი კალაბრია (იტალ. Paola Ruffo di Calabria; დ. 11 სექტემბერი, 1937, ლუკა, იტალია) — იტალიელი არისტოკრატი. ბელგიის დედოფალი 1993-2013 წლებში როგორც მეფე ალბერტ II-ის მეუღლე. ბელგიის მეფე ფილიპეს დედა.
პაოლა რუფო დი კალაბრია | |
---|---|
ბელგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 აგვისტო, 1993 |
მმართ. დასასრული: | 21 ივლისი, 2013 |
წინამორბედი: | ფაბიოლა დე მორა ი არაგონი |
მემკვიდრე: | მატილდა დ’უდეკემ დ’აკო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 სექტემბერი, 1937 |
დაბ. ადგილი: | ლუკა, იტალია |
მეუღლე: | ალბერტ II, ბელგიის მეფე |
შვილები: |
ფილიპე, ბელგიის მეფე ასტრიდი, ავსტრია-ესტეს ერცჰერცოგინია ლორენი |
სრული სახელი: | პაოლა მარგერიტა ჯუზეპინა მარია ანტონია კონსილია |
მამა: | ფულკო, რუფო დი კალაბრიის მთავარი |
დედა: | ლუიზა გაცელი დეი კონტი დი როზანა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპრინცესა პაოლა რუფო დი კალაბრია დაიბადა 1937 წლის 11 სექტემბერს ლუკაში, იტალიაში. იგი არის ადგილობრივი მთავრის, ფულკო რუფო დი კალაბრიისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა გაცელი დეი კონტი დი როზანას ნაბოლარა ქალიშვილი. მისი ოჯახი სამხრეთელ იტალიელ არისტოკრატთა კლასს მიეკუთვნება, რომელთაც სავარაუდოდ ნორმანული ფესვები აქვთ. მისი წინაპრებიდან ყველაზე ცნობილია პიეტრო რუფო დი კალაბრია, რომელსაც საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის (1194-1250) კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა, რის შემდეგაც გახდნენ რუფოები ნეაპოლის სამეფოს ერთ-ერთი წამყვანი საგვარეულო.
პაოლამ მთელი თავისი ახალგაზრდობა რომში გაატარა. აქ მან ჰუმანისტური საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც გაიცნო ბელგიის პრინცი ალბერტი, ბელგიის მეფე ბოდუენის ძმა, მეფე ლეოპოლდ III-ისა და დედოფალ ასტრიდ შვედის ვაჟი. წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდა, ქორწინება კი მას შემდეგ კიდევ უფრო გაადვილდა, რაც გაირკვა, რომ პაოლას მამის ბებიის დედა ბელგიელი იყო. მათი ქორწინება 1959 წლის 2 ივლისს შედგა. იგი მშობლიური იტალიურის გარდა საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. ბელგიაში ქორწინების გამო მან მალევე ისწავლა ნიდერლანდური ენაც, თუმცა, ამის მიუხედავად იგი ხალხის კრიტიკას მაინც ვერ გაექცა.
1993 წლის 9 აგვისტოს მისი მაზლის, მეფე ბოდუენის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ალბერტ II-მ დაიკავა, რის შემდეგაც პაოლა ბელგიის დედოფალი გახდა. გარდა თავისი წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობების შესრულებისა, დედოფალი პაოლა დაინტერესებული იყო ქვეყნის კულტურულ-სოციალური ასპექტებითაც. აღსანიშნავია, რომ მას ძალიან უყვარს ცურვა და ციგურაობა.
2013 წლის 21 ივლისს მისი მეუღლე, ალბერტ II თავიანთი ვაჟის, მეფე ფილიპეს სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან, რის შემდეგაც პაოლას ბელგიის დედა-დედოფლის წოდება მიენიჭა, რომელსაც დღემდე ატარებს.
შვილები
რედაქტირებაპაოლასა და ალბერტს სულ სამი შვილი შეეძინათ:
- ფილიპე (დ. 15 აპრილი, 1960), ბელგიის მეფე 2013 წლიდან დღემდე. ცოლად შეირთო დედოფალი მატილდა, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
- ასტრიდი (დ. 5 ივნისი, 1962), ცოლად გაჰყვა ავსტრია-ესტეს ერცჰერცოგ ლორენცს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
- ლორენი (დ. 19 ოქტომბერი,1963), ცოლად შეირთო კლერ ლუიზ კუმბსი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Montgomery-Massingberd, Hugh (editor). Burke's Guide to the Royal Family, Burke's Peerage, London, 1973, p. 226. ISBN 0-220-66222-3
- Willis, Daniel, The Descendants of Louis XIII, Clearfield Co., Inc., Baltimore, Maryland, 1999, p. 100. ISBN 0-8063-4942-5.
- Enache, Nicolas. La Descendance de Marie-Therese de Habsburg. ICC, Paris, 1996. pp. 54, 58. French.
- Genealogisches Handbuch des Adels, Fürstliche Häuser XVI. "Ruffo". C.A. Starke Verlag, 2001, pp. 522–529. ISBN 3-7980-0824-8.