ფაბიოლა დე მორა ი არაგონი

ფაბიოლა დე მორა ი არაგონი (ესპ. Fabiola de Mora y Aragón; დ. 11 ივნისი, 1928, მადრიდი, ესპანეთი — გ. 5 დეკემბერი, 2014, ბრიუსელი, ბელგია) — ესპანელი არისტოკრატი. ბელგიის დედოფალი 1960-1993 წლებში როგორც მეფე ბოდუენის მეუღლე.

ფაბიოლა დე მორა ი არაგონი
ბელგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 დეკემბერი, 1960
მმართ. დასასრული: 31 ივლისი, 1993
წინამორბედი: ასტრიდ შვედი
მემკვიდრე: პაოლა რუფო დი კალაბრია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ივნისი, 1928
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 5 დეკემბერი, 2014, (86 წლის)
გარდ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
მეუღლე: ბოდუენი, ბელგიის მეფე
სრული სახელი: ფაბიოლა ფერნანდა მარია დე ლას ვიტორია ანტონია ადელაიდა
მამა: გონსალო დე მორა, კასა-დერეირას მარკიზი
დედა: ბლანკა დე არაგონ ი კარილო
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფაბიოლა დაიბადა 1928 წლის 11 ივნისს მადრიდში. იგი იყო კასა-დერეირას მარკიზ გონსალო დე მორასა და მისი მეუღლის, მარკიზა ბლანკა დე არაგონ ი კარილოს ქალიშვილი. მშობლების მაღალი სოციალური წარმომავლობის გამო ფაბიოლას ნათლია თავად ესპანეთის დედოფალი ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი გახდა.

1960 წლის 15 დეკემბერს, ბრიუსელში ფაბიოლა ცოლად გაჰყვა ბელგიის მეფე ბოდუენს, რითაც იგი დედოფალი გახდა. ბოდუენი ტახტზე 1951 წელს მამის, მეფე ლეოპოლდ III-ის გადადგომის შემდეგ ავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაბიოლა ბელგიის პირველი დედოფალი გახდა 1935 წლის შემდეგ, მას მერე, რაც მისი დედამთილი, დედოფალი ასტრიდ შვედი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ფაბიოლას საქორწინო კაბა მადრიდში დაამზადა გამოჩენილმა დიზაინერმა კრისტალ ბალენსიაგამ, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო. ქორწილის შემდეგ ესპანელმა მცხობელებმა მის პატივსაცემად შექმნეს პურის ახალი სახეობა, სახელად „ფაბიოლა“, რომელსაც დღემდე აცხობენ ესპანეთის მრავალ ქალაქში.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ფაბიოლა ხუთჯერ დაორსულდა, ხუთჯერვე მოეშალა მუცელი, რის გამოც მათი ხანგრძლივი და ჰარმონიული ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა.

1993 წლის 31 ივლისს, მეფე ბოდუენი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, მეფე ალბერტ II-მ დაიკავა.

2009 წლის ივლისში, ასევე 2010 წლის იანვარსა და ივლისში დედოფალ ფაბიოლას მკვლელობა სცადეს, თუმცა წარუმატებლად. ამის გამო 2010 წლის 21 ივლისიდან მისმა მაზლმა, მეფე ალბერტმა სპეციალური დაცვა დაუქირავა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისაგან მომავალი საფრთხის გამო, დედოფალი ფაბიოლა უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან იშვიათად გადიოდა ხალხში. იგი გარდაიცვალა 2014 წლის 5 დეკემბერს ბრიუსელში, 86 წლის ასაკში. დაკრძალეს განსვენებული მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dödshot mot Belgiens drottning Fabiola Arkiverad 23 juli 2010 hämtat från the Wayback Machine., Expressen den 20 juli 2010.
  • Dödshotad Fabiola extrabevakas Arkiverad 21 juli 2010 hämtat från the Wayback Machine., Sydsvenskan den 20 juli 2010.
  • Queen Fabiola's Death Threats, Monsters and Critics, 5 januari 2010.
  • ”Belgiens ex-drottning Fabiola död”. Svenska Dagbladet. 5 december 2014. Läst 5 december 2014.