სალავათ იულაევი

(გადამისამართდა გვერდიდან სალავატ იულაევი)

სალავათ იულაევი (ბაშკ. Салауат Юлай улы; დ. 16 ივნისი, 1752[1] — გ. 26 სექტემბერი 1800[2]) — ბაშკირეთის ეროვნული გმირი. ემელიან პუგაჩოვის მიერ წამოწყებული გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. პოეტ-იმპროვიზატორი (სესენი).

დაიბადა ბაშკირეთის სოფელ ტეკეევოში. აღნიშნული სოფელი დღეს უკვე აღარ არსებობს. იგი აჯანყებაში მონაწილე სხვა სოფლებთან ერთად ეკატერინე II-ის ბრძანებით გადაწვეს.

როდესაც სალავათ იულაიევმა გაიცნო ემილიანე პუგაჩოვი იგი 19 წლის იყო. ამ დღიდან მოყოლებული დაპატიმრებამდე (1774 წლის 25 ნოემბერი) იგი იმყოფებოდა გლეხთა აჯანყების ეპიცენტრში. 1775 წლის 15 ივლისს, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ გამოაცხადეს სალავათ იულაევის განაჩენი. მას და მამამისს, როგორც სახელმწიფო დამნაშავეებს მიუსაჯეს გამათრახება და კატორღაში მუშაობა. 2 ოქტომბერს მამა-შვილი ბალტიისპირეთში თანამედროვე ესტონეთის ქალაქ პალდისკიში (მაშინ როგერვიკი) გააგზავნეს.

უკანასკნელი დოკუმენტი, რომელშიც მოიხსენიება სალავათი, მიეკუთვნება 1800 წელს. ამ პერიოდამდე იგი 25 წელი ტყვეობაში იმყოფებოდა.

სალავათ იულაევი გარდაიცვალა 1800 წლის 26 სექტემბერს.

  • სალავათ იულაევი ბაშკირი ხალხის ეროვნული გმირია. მის სახელს ატარებს რაიონი, ქალაქი, ქუჩები (რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ესტონეთის ქალაქებში) და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.
  • სალავათ იულაევს მიეძღვნა კომპოზიტორ ზაგირ ისმაგილოვის და პოეტ ბაიაზით ბიკბაის ოპერა „სალავათ იულაევი“, ბალეტი „მთის არწივი“ (1959, ლიბრეტო და მუსიკა ხ. ახმეტოვის და ნ. საბიტოვის), ფილმი „სალავათ იულაევი“ (1941, რეჟ. ი. პროტაზანოვი)
  • ბაშკირეთში დაწესებულია სალავათ იულაევის ორდენი და სალავათ იულაევის სახელობის სახელმწიფო პრემია (1967 წლიდან) ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგში საუკეთესო ნამუშევრებისთვის.
  • სხვადასხვა ქალაქებში დადგმულია იულაევის ბიუსტები და ძეგლები.
  • სსრკ-ში და რუსეთში გამოშვებულია საფოსტო მარკები და საფოსტო კონვერტები იულაევის გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება