პალდისკი
პალდისკი (ესტ. Paldiski) — ქალაქი და ბალტიის ზღვის პორტი ჩრდილო-დასავლეთ ესტონეთში, პაკრის ნახევარკუნძულზე. თავდაპირველად ის შვედური დასახლება რაგვერიკი იყო, რომელიც XVIII საუკუნეში რუსეთის ფლოტის ბაზა გახდა. 1762 წელს რუსებმა მას ბალტიისკი პორტი (Балтийский Порт) უწოდეს. 1933 წლამდე ესტონურად ქალაქი ბალტიისკი ერქვა, რაც შეცივალა უფრო ესტონური გამოთქმა პალდისკით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პალდისკი Paldiski | |||||
![]() პალდისკის შუქურა | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მაზრა | ჰარიუმაა | ||||
კოორდინატები | 59°21′00″ ჩ. გ. 24°03′00″ ა. გ. / 59.35000° ჩ. გ. 24.05000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1783 | ||||
პირველი ხსენება | მე-17 საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | რაგვერიკი, ბალტიისკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1783 | ||||
ფართობი | 34 კმ² | ||||
მოსახლეობა | 4372 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 76806 | ||||
ოფიციალური საიტი | paldiski.ee | ||||
ისტორია
რედაქტირება1962 წელს პალდისკი საბჭოთა ფლოტის წყალქვეშა ბირთვული საწვრთნელი ცენტრი გახდა. ხმელეთზე განლაგებული ორი ბირთვული რეაქტორითა და დასაქმებული 16 000 ადამიანით ის უდიდესი შესაძლებლობების იყო მსგავს ცენტრებს შორის მთელ საბჭოთა კავშირში. ასეთი მნიშვნელობის გამო, მთელი ქალაქი დახურული იყო და გარს ეკლიანი მავთული ერტყა, სანამ 1994 წლის აგვისტოში მას უკანასკნელი რუსული სამხედრო გემი დატოვებდა. რუსეთმა ბირთვული რეაქტორების კონტროლზე საბოლოო უარი 1995 წლის სექტემბერში თქვა.