კოგიოკუ
იმპერატორი ქალი რეგენტი კოგიოკუ (იაპონ. 皇極天皇) (დ. 594 — გ. 661) — იაპონიის 35-ე და 37-ე იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [2] კოგიოკუ ქვეყანას 9 წელი მართავდა. [3]
კოგიოკუ | |
---|---|
皇極天皇 | |
იაპონიის იმპერატორი ქალი რეგენტი | |
კორონაცია: | 25 იანვარი 642 (48 წლის) |
მმართ. დასაწყისი: | 25 იანვარი 642 |
მმართ. დასასრული: | 14 ივნისი 645 |
წინამორბედი: | ძიომეი |
მემკვიდრე: | კოტოკუ |
იაპონიის იმპერატორი ქალი | |
კორონაცია: | 3 იანვარი 655 (61 წლის) |
მმართ. დასაწყისი: | 3 იანვარი 655 |
მმართ. დასასრული: | 24 ივლისი 661 |
წინამორბედი: | კოტოკუ |
მემკვიდრე: | ტენძი |
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 630 |
მმართ. დასასრული: | 641 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 594 |
გარდ. თარიღი: | 661 (66-67 წლის) |
მეუღლე: | იმპერატორი ძიომეი |
შვილები: |
იმპერატორი ტენძი იმპერატორი ტემუ იმპერატორის მეუღლე ჰასიჰიო |
მამა: | პრინცი ტინუ |
დედა: | პრინცესა კიბიცუ-ჰიმე |
კოგიოკუ იაპონიის ისტორიაში 8 იმპერატორი ქალიდან მეორე იყო.
ტრადიციული ამბები
რედაქტირებატახტზე ასვლამდე მისი სახელი ტაკარა იყო.[4] როგორც იმპერატორის მეუღლეს, მას ამეტოიო ტაკარა იკასი ჰიტარასიდ იხსენიებდნენ.[5]
პრინცესა ტაკარა იმპერატორ ბიდაცუს შვილთაშვილი იყო. [6]ის მისი ბიძაშვილის, იმპერატორ ძიომეის მეუღლე გახდა. იმპერიული ქორწინების შედეგად დაიბადა 3 ბავშვი:
- პრინცი ნაკა ნო ოე (იმპერატორი ტენძი)
- პრინცი ოამა (იმპერატორი ტემუ)
- პრინცესა ჰასიჰიტო (იმპერატორ კოტოკუს მეუღლე)
კოგიოკუს პირველი მმართველობის დროს, სოგას კლანის ძალაუფლება გაიზარდა. იმპერატორს შვილი ნაკა ნო ოემ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და სოგა ნო ირუკა სასახლის წინ მოკლა. ამით შეძრწუნებულმა კოგიუკუმ ტახტზე უარი თქვა.
როდესაც იმპერატორი კოტოკუ გარდაიცვალა ტახტზე კვლავ კოგიოკუ ავიდა, მაგრამ ამჯერად საიმეის სახელით. მისი მეორე მმართველობა 6 წელი გაგრძელდა და 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- William George Aston (1896). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. London: Kegan Paul, Trench, Trubner. OCLC 448337491
- Delmer Brown and Ichirō Ishida, eds. (1979). Gukanshō: The Future and the Past. Berkeley: University of California Press. 10-ISBN 0-520-03460-0; 13-ISBN 978-0-520-03460-0; OCLC 251325323
- Basil Hall Chamberlain(1920). The Kojiki. Read before the Asiatic Society of Japan on 12 April, 10 May, and 21 June 1882; reprinted May 1919. OCLC 1882339
- Richard Ponsonby-Fane. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society. OCLC 194887
- Titsingh, Isaac. (1834). Nihon Odai Ichiran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Royal Asiatic Society, Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland. OCLC 5850691
- H. Paul Varley (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. 10-ISBN 0-231-04940-4; 13-ISBN 978-0-231-04940-5; OCLC 59145842
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
- ↑ Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
- ↑ Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834).
- ↑ Ponsonby-Fane, p. 8.
- ↑ Ashton, William. (2005). Nihongi, p. 171; Ponsonby-Fane, p. 8.
- ↑ Brown, p. 265.