ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საიდ სიამი (არაბ: سعيد صيام‎‎; 22 ივლისი 1959 – 15 იანვარი  2009) —ღაზას სექტორში მოძრაობა ჰამასის მთავრობის  შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი. პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე ჰამასის ლიდერის მოადგილე. პალესტინის ხელისუფლების საკანონმდებლო საბჭოს ყოფილი წევრი. მუშაობდა მოხალისე მქადაგებლად და იმამად ღაზას სექტორის მეჩეთებში, წარმოადგენდა ჰამასს ეროვნული და ისლამური ძალების კონტროლის კომიტეტში და იყო ორგანიზაციის პრესმდივანი.

საიდ სიამი
سعيد صيام
დაბადების თარიღი 22 ივლისი, 1959
ღაზას სექტორი პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი ალ-შატი
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი. 2009 (49 წლის)
ღაზას სექტორი
მოქალაქეობა პალესტინის დროშა პალესტინა
საქმიანობა პოლიტიკოსი
რელიგია ისლამი

საიდ სიამი დაიღუპა 2009 წლის 15 იანვარს  ღაზას სექტორზე სარაკეტო თავდასხმისას.[1][2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

საიდ მუჰამედ შაბან სიამი დაიბადა 1959 წელს ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკში ღაზას სექტორში, მისი ოჯახი გახლდათ აშკელონის მახლობლად მდებარე სოფელ ალ-ჯურადან ( აქედან იყვნენ აგრეთვე ისმაილ ჰანია და აჰმედ იასინი).[3][4] 1980 წელს საიდ სიამმა დაამთავრა რამალას მასწავლებელთა სემინარია , გახდა მეცნიერებისა და მათემატიკის მასწავლებელი. შემდეგ მან განაგრძო სწავლა "ალ-კუდსის" ღია უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2000 წელს  და მიიღო პირველი ხარისხი ისლამური კულტურის ისტორიაში.[5]

1980 -დან 2003 წლამდე სიამი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ – ერთ სკოლაში (UNRWA )ღაზაში, მაგრამ დატოვა სამსახური, ვინაიდან კონფლიქტი მოუვიდა დამსაქმებლებთან პოლიტიკური შეხედულებების გამო. სიამმა დაიწყო მოსახლეობაში იდეოლოგიური და სოციალური საქმიანობა, მუშაობდა მოხალისე მქადაგებლად და იმამად ღაზას სექტორის მეჩეთებში.

1989 წლიდან 1992 წლამდე სიამი 4 -ჯერ დააპატიმრეს.  1992 წელს, იგი გადაასახლეს ლიბანის სოფელ მარჯ ზუჰორში, 1995 წელს  იგი დააპატიმრეს პალესტინის ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებმა. სიამი მონაწილეობდა ჰამასის ორგანიზაციის მნიშვნელოვან ფორუმებში, წარმოადგენდა მას ეროვნული და ისლამური ძალების კონტროლის კომიტეტში. 2001 წლის დეკემბრიდან 2002 წლის აპრილამდე საიდ სიამი იყო ჰამასის პრესმდივანი, მონაწილეობდა ღაზას სექტორში ჰამასის რადიოსადგურის "ალ-აქსას" შექმნაში. 2006 წლის იანვარში სიამი აირჩიეს პალესტინის ხელისუფლების საკანონმდებლო საბჭოში. არჩევნების შემდეგ, რომელიც ჰამასმა მოიგო, ისმაილ ჰანიას მთავრობაში საიდ სიამი გახდა პალესტინის ავტონომიის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი[6].

ჰამასის გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შეიარაღებული შეტაკებები მის ბოევიკებსა და ფათხის, უფრო ზომიერ პალესტინურ მოძრაობას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდა პალესტინის ადმინისტრაციის მეთაური მაჰმუდ აბასი.

ამავდროულად, ფათხიის წარმომადგენლების თქმით, სიამი იყო ამ შეტაკებების ერთ-ერთი ინიციატორი, ხოლო 2006 წლის ოქტომბერში ფათხთან დაახლოებულმა “ ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადებმა”  საიდ სიამს (ჰამასის რამდენიმე სხვა ლიდერთან ერთად) სიკვდილი მიუსაჯეს. 2006 წლის გაზაფხულზე, სიამმა ორგანიზება გაუკეთა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც დაუპირისპირდნენ ფათხის კონტოლის ქვეშ მყოფ პალესტინის პოლიციას. მიუხედავად იმისა, რომ აბასმა თავდაპირველად გააუქმა სიამის გადაწყვეტილება,  მოგვიანებით  მაინც დათანხმდა ასეთი ძალების არსებობას იმ პირობით, რომ მათ ექნებოდათ დამხმარე ფუნქციები.

2007 წლის გაზაფხულზე, საიდ სიამი გამოვიდა  მექაში მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ  ფათხსა და ჰამასს შორის ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ და განაცხადა, რომ მის მიერ კონტროლირებადი წარმონაქმნები გააგრძელებდნენ ბრძოლას. იგი არ შევიდა ახალ მთავრობაში.

2007 წლის ივნისში სიამი გახდა ღაზაში მომხდარი გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი, როდესაც ჰამასმა აიღო ღაზას სექტორი და გაანადგურა მასში არსებული ფათახის მიერ კონტროლირებადი დაწესებულებები, რის შემდეგაც აბასმა ჰანიას მთავრობა გადააყენა. ჰამასმა არ აღიარა ეს გადაწყვეტილება. იმავე წლის სექტემბერში, ჰამასის ძალები, რომლებიც შეიქმნა სიამის ხელმძღვანელობით, გადაკეთდა პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებად.[7]

2008 წლის დეკემბრის ბოლოს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში. საიდ სიამი დაიღუპა 2009 წლის 15 იანვარს  ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჯაბალიაში.[8][9][10]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

საიდ სიამს ექვსი შვილი ჰყავდა: ორი ბიჭი და ოთხი გოგონა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Israeli jets kill Hamas leader Al Jazeera. 15 January 2009.
  2. Third-ranking Hamas leader in Gaza killed[მკვდარი ბმული] CNN News. 2009.
  3. His Excellency Minister Said Mohammad Shaaban Siyam. — Arab Decision (arabdecision.org), 14.04.2006
  4. Information on the Important Ministers in the Future Hamas Government. — Ramattan News Agency, 19.03.2006
  5. "Obituary: Hamas leader Said Siyam". BBC. 16 January 2009. Retrieved 16 January 2009.
  6. New interior minister a social man rather than politician: observer. — Xinhua, 15.03.2007
  7. Tom Bullock. Q&A: Hamas and Fatah. — NPR, 19.06.2007
  8. "Key Hamas leader killed in Gaza". BBC. 15 January 2009. Retrieved 15 January 2009.
  9. Greenberg, Hanan (15 January 2009). "Israel says killed Hamas interior minister". Ynet. Retrieved 15 December 2012.
  10. Israel kills senior Hamas leader Said Siam in Gaza: Hamas TV. — Agence France-Presse, 15.01.2009
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საიდ_სიამი“-დან