შავი ერნანდესი
შავიერ „შავი“ ერნანდეს ი კრეუსი[1] (კატ. Xavier "Xavi" Hernández i Creus [ˈʃaβi]; დ. 25 იანვარი, 1980, ტერასა, კატალონია, ესპანეთი) — ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კატალონიის „ბარსელონის“ მთავარი მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | შავიერ ერნანდეს ი კრეუსი | ||
დაბადების თარიღი | 25 იანვარი, 1980 | ||
დაბადების ადგილი | ტერასა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
ბარსელონა (მთავარი მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1991–1997 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997–2000 | ბარსელონა B | 61 | (4) |
1998–2015 | ბარსელონა | 505 | (58) |
2015–2019 | ალ სადი | 82 | (21) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2000–2014 | ესპანეთი | 133 | (13) |
1998–2013 | კატალონია | 12 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2019–2021 | ალ სადი | ||
2021– | ბარსელონა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 იანვარი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 იანვარი, 2019 |
შავი არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ერთხელ მაინც მოგებული აქვს თითქმის ყველა ის ტურნირი სადაც უთამაშია, „ბარსელონას“ რიგებში: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრების რიგებში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. ასევე უამრავი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მფლობელია და თავისი თანამედროვეობის მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლად ითვლებოდა.
საფეხბურთო კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებაშავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მივიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997–1998 წლების სეზონში შავი ახალგაზრდული გუნდიდან “ბარსელონა ბ”-ში გადავიდა.
“ბარსა ბ”-ში შავი ჟორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა. შავის ოცნება, ეთამაშა „ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, რეალობად გადაიქცა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის თასზე „მალიორკას“ დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში. შავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998–1999 წლებში “ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.
1999–2000 წლების სეზონში შავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თანაგუნდელმა, პეპ გვარდიოლამ, სერიოზული ტრავმა მიიღო და ერნანდესსაც თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ იტალიას მიაშურა, შავი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.
შავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლუი ვან გაალის, კარლოს რექსაჩის, ფრანკ რეიკარდის დროს და გვარდიოლას მწვრთნელობის ქვეშაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. თავისი სტაბილური ასპარეზობის წყალობით, შავიმ კლუბში 300 შეხვედრის ჩატარება უკვე 25 წლის ასაკში მოახერხა. 2004–2005 წლების ტრიუმფალურ სეზონში შავი რეიკარდის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ითამაშა რა ესპანეთის ლა ლიგაში 38 ტურში 36 შეხვედრა.
თუმცა კატალონიელი ნახევარმცველის ცხოვრებაში რთული პერიოდებიც იყო. მას არასდროს დაავიწყდება 2005 წლის 2 დეკემბერი, როდესაც ლა მასიაზე გამართული მორიგი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და იძულებული იყო ფეხბურთს ხუთი თვით ჩამოშორებოდა. მოედანზე კვლავ გამოსვლა შავიმ 2006 წლის 29 აპრილს მოახერხა, ხოლო სულ მალე მისმა გუნდმა როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში პირველობა იზეიმა. 2006 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება მას სათადარიგო სკამიდან მოუხდა მუხლის ტრავმის გამო.
რეიკარდის ერის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში შავი გუნდში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი იყო. 2007-08 წლების სეზონში კი პირადი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ესპანეთის ჩემპიონატში 7 გოლი, რითიც წინა სარეკორდო მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.
გუნდში გვარდიოლას მწვრთნელად მოსვლის პირველივე სეზონში კი შავიმ ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, გაიტანა რა 10 გოლი 54 შეხვედრაში. ანდრეს ინიესტასთან ერთად, 2008-09 წლების სეზონში მან მოედნის ცენტრში შექმნა ტანდემი, რომელმაც გუნდისთვის სამი ტიტულის მოტანაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება 2009 და 2011 წლებში კიდევ მოახერხა. ის ითვლება ტიკი-ტაკას სტილის ერთ-ერთ სულისჩამდგმელ ფეხბურთელად. შავიმ „ბარსელონაში“ 700 მატჩზე მეტი ჩაატარა, გაიტანა 82 გოლი და გააკეთა 180 საგოლე პასი. შავი „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 150 საერთაშორისო მატჩში მიიღო მონაწილეობა.
2015 წლის ჩემპიონთა ლიგის 2015 წლის სეზონის ფინალის შენდეგ შავიმ „ბარსელონა“ დატოვა და 2-წლიან კონტრაქტი გააფორმა ყატარულ „ალ-სადთან.“[2]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად შავიმ მსოფლიოს 2002 და 2006 წლების ჩემპიონატზე ითამაშა. წარუმატებელი ევრო 2004 შემდეგ 2008 წელს კი, ამავე ტურნირზე ტრიუმფალურად გამოვიდა. შავი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ესპანეთმა კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ზუსტად ორ წელიწადში კი შავი და ესპანეთის ნაკრები უკვე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამჯერადაც შავი ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს. ევრო 2012 შავისა და ესპანეთის ნაკრებისთვის ზედიზედ მესამე მოგებული ჩემპიონატი იყო.
სათამაშო სტილი
რედაქტირებაშავი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალზე კარგად ხედავს მოედანს და მოქმედებს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში შავი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ თავისი თვისებები პლეიმეიკერად თამაშის დროსაც შესანიშნავად წარმოაჩინა. შავის შეუძლია თავდამსხმელების ისეთი გადცემებით მომარაგება, როგორც არავის. იგი ასევე შესანიშნავად ფლობს ბურთს. “ბარსას” მეექვსე ნომერს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება და ბურთისთვის ბრძოლა გამოსდის ცუდად.
ტიტულები
რედაქტირებაფეხბურთელობისას
რედაქტირება- ესპანეთის ლა ლიგა (8): 1998–99, 2004–05, 2005–06, 2008–09, 2009–10, 2010–11, 2012–13, 2014–15
- ესპანეთის თასი (3): 2008–09, 2011–12, 2014–15
- ესპანეთის სუპერთასი (6): 2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (4): 2005–06, 2008–09, 2010–11, 2014–15
- უეფა-ს სუპერთასი (2): 2009, 2011
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2): 2009, 2011,
- ყატარის ვარსკვლავთა ლიგა (1): 2018–19
- ყატარის თასი (1): 2017
- ყატარის სუპერთასი (1): 2017
- ყატარის ემირის თასი (1): 2017
ესპანეთის ეროვნული ნაკრები:(3)
მწვრთნელობისას
რედაქტირება- ყატარის ვარსკვლავთა ლიგა (1): 2020–21
- ყატარის თასი (2): 2020, 2021
- ყატარის სუპერთასი (1): 2019
- ყატარის ემირის თასი (2): 2020, 2021
- ყატარის ვარსკვლავთა თასი (1): 2019–20
- ლა ლიგა (1): 2022–23
- ესპანეთის სუპერთასი (1): 2022–23
ინდივიდუალური
რედაქტირება- ფიფას ბრინჯაოს ბურთის მფლობელი - 2010
- მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2010
- ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008
- ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი – 2008–09
- მსოფლიოს მე-3 ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით – 2009
- მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი France Football-ის ვერსიით – 2009
- მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით – 2009
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შავის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-02-19 საიტზე Wayback Machine.
- შავის ინფო ბარსელონას ვებგვერდზე დაარქივებული 2010-12-10 საიტზე Wayback Machine.
- შავი ერნანდესი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- შავის ინფო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვებგვერდზე დაარქივებული 2011-03-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IPA ტრანსკრიფცია კატალანური ენისთვის (ქართულ მასმედიაში ხშირად მოიხსენიებენ სახელის ესპანური ფორმით, როგორც ჩავი ან არასწორი ფორმით ხავი)
- ↑ Xavi to leave Barcelona for Qatar (ინგლისური)