საგარმატხის ეროვნული პარკი

საგარმატხის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორია ჰიმალაის მთებში, აღმოსავლეთ ნეპალის ტერიტორიაზე. მის შემადგენოლბაში შედის ევერესტის სამხრეთი ნახევარიც. პარკი შეიქმნა 1976 წელს და უკვე 1979 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. Sagarmāthā სანსკრიტის ენაზე ცას ნიშნავს, ხოლო māthā შუბლს. სწორედ ეს სახელი ეწოდება ნეპალურ ენაზე ევერესტის მთას.

საგარმატხის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნეპალის დროშა ნეპალი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 27°57′55″ ჩ. გ. 86°54′47″ ა. გ. / 27.96528° ჩ. გ. 86.91306° ა. გ. / 27.96528; 86.91306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 120
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 120
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი მოიცავს 1 148 კმ² ტერიტორიას და მდებარეობს ზღვის დონიდან 2 845 - 8 848 მეტრზე. 5 000 მეტრზე მაღლა მდებარე მიწა აქ უნაყოფოა და იგი პარკის ტერიტორიის 69%-ს შეადგენს, 29% ოდნავ ნაყოფიერია, ხოლო 3% ტყიანი. პარკის უდიდესი ნაწილი უსწორმასწორო და უფსკრულებიანია, რომლებიც ძირითადად მყინვარების მოქმედების შედეგადაა წარმოქმნილი. პარკის ტერიტორიაზე ოთხი კლიმატური ზონა გამოიყოფა, რაც მისი სიმაღლის სხვადასხვა დონეებითაა განპირობებული. სწორედ სიამღლე განაპირობებს მცენარეთა და ცხოველთა გავრცელებასაც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება