ფრანსუაზ საგანი

(გადამისამართდა გვერდიდან საგანი, ფრანსუაზ)

ფრანსუაზ საგანი (ფრანგ. Françoise Sagan; ნამდვილი სახელი: ფრანსუაზ კუარეზი; დ. 21 ივნისი, 1935 - გ. 24 სექტემბერი, 2004) — ფრანგი რომანისტი, ნოველისტი და დრამატურგი.

ფრანსუაზ საგანი
ფრანგ. Françoise Sagan
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1935(1935-06-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი Cajarc[14] [15]
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 2004(2004-09-24)[16] [2] [3] [17] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [18] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი Équemauville[14]
დასაფლავებულია Cemetery of Seuzac[19]
ფსევდონიმი Françoise Sagan[20]
საქმიანობა დრამატურგი[12] , რომანისტი, სცენარისტი, ბიოგრაფი, კინორეჟისორი[21] და პოეტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[15]
ალმა-მატერი ატემერის სკოლა, Lycée Hélène Boucher და პარიზის ლიტერატურის ფაკულტეტი
ჟანრი ესე, თეატრი და პოეზია
Magnum opus სალამი, სევდავ!
ჯილდოები პრინც პიერის პრემია[22] , Prix du Brigadier[23] და Prix des Critiques[24]
მეუღლე Guy Schoeller, Robert Westhoff, Peggy Roche და Ingrid Mechoulam
პარტნიორ(ებ)ი Peggy Roche
შვილ(ებ)ი Denis Westhoff
ხელმოწერა
საიტი francoisesagan.fr

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი, სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამსი?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

1960 წელს საგანმა პიესების წერა დაიწყო, რომელთაგანაც გამოირჩევა "სასახლე შვედეთში". "გულწასული ცხენი" და სხვა.

ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. ჰყავდა ვაჟი - დენი. 22 წლისა „ასტონ მარტინით” ავარიაში მოყვა და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა და ექიმებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ სიკვდილისგან იხსნენს.

ფრანსუაზ საგანი 2004 წლის 24 სექტემბერს ონფლერის საავადმყოფოში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა.

საგანის რომანები ქართულადაც ითარგმნა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Саган Франсуаза // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 FemBio database
  6. BD Gest'
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Fichier des personnes décédées mirror
  15. 15.0 15.1 Anguera J. E. Enciclopedia universal ilustrada europeo-americanaEditorial Espasa, 1905. — Vol. Suplemento 1961-1962. — P. 300–301. — ISBN 978-84-239-4500-9
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118750712 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Find a Grave — 1996.
  18. Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  19. SEUZAC (46) : cimetière
  20. https://www.crfashionbook.com/culture/a21778305/cr-muse-francoise-sagan-iconic-french-author/
  21. https://seventh-row.com/a-history-of-women-directors-at-the-cannes-film-festival/
  22. https://www.fondationprincepierre.mc/fr/litt%C3%A9rature/prix/le-prix-litt%C3%A9raire/1985
  23. Théâtre : Marina Hands et Francine Bergé lauréates du "Prix du Brigadier 2018"France Info, 2018.
  24. «Bonjour tristesse», 20 ans après la mort de Françoise Sagan | INAINA.