საბუე
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
საბუე — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების სტორისა და საბაკუნისხევის (ანდის ყოისუს აუზი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3097 მ. აგებულია იურული მერგელოვანი ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. კალთებზე შერეული ფართოფოთლოვანი ტყეა, ტყის ზემოთ — ალპური და სუბალპური მდელოები.
საბუე | |
---|---|
კოორდინატები: 42°12′25″ ჩ. გ. 45°36′28″ ა. გ. / 42.20694° ჩ. გ. 45.60778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თელავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3097 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | მერგელოვანი ფიქალი, კირქვა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 569.