საბირი აბდულა
საბირი აბდულა (უზბეკ. Собир Абдулла, Sobir Abdulla, ნამდვილი სახელი საბირჯან აბდულაევი; დ. 5 (18) სექტემბერი, 1905, კოკანდი — გ. 24 ოქტომბერი, 1972, ტაშკენტი) — უზბეკი საბჭოთა პოეტი და დრამატურგი. უზბეკეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1944), უზბეკეთის სსრ სახალხო პოეტი (1965). სკკპ წევრი 1945 წლიდან.
საბირი აბდულა | |
---|---|
უზბეკ. Собир Абдулла | |
დაბადების თარიღი | 18 სექტემბერი, 1905 ან 5 (18) სექტემბერი, 1905[1] |
დაბადების ადგილი | კოკანდი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 24 ოქტომბერი, 1972 (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტაშკენტი |
ფსევდონიმი | Сабир Абдулла |
საქმიანობა | პოეტი და დრამატურგი |
ენა | უზბეკური ენა |
მოქალაქეობა | სსრკ |
ჟანრი | narrative poetry, რომანი, პოეზია, პროზა და დრამატურგია |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი |
ლექსების პირველი კრება გამოსცა 1929 წელს. ავტორია ლექსებისა და მოთხრობების კრებულისა „გაზაფხული“ (1931), „აღფრთოვანება“ (1933), „მეგობრობა“ (1937), „გულშანი“ (1939), „სიცოცხლის სიმღერები“ (1962), რომანისა „მოვლონო მუყიმი“ (1965), პიესებისა „მებაღის ქალიშვილი“ (1930), „აიხონი“ (1935), „ყურბან უმაროვი“ (1941), „უზბეკეთის მახვილი“ (1943) და სხვა. მასვე ეკუთვნის მუსიკალური დრამები „თაჰირი და ზუჰრა“ (1943), „მუყიმი“ (1954), „ელფამიში“ (1959).
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და ორი საპატიო ნიშნის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 23.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Абдулла Сабир // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 1 : А — Ангоб. — С. 16.