საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე
საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე (ბერძ. Ημέρα της Ελληνικής Ανεξαρτησίας), საბერძნეთის ეროვნული აღორძინების დღე —საბერძნეთის ეროვნული დღესასწაული, ამ დღეს ბერძნები და ფიელინები პატივს მიაგებენ 1821-1829 წლების რევოლუციის გმირებს.დამოუკიდებლობის დღე ემთხვევა ხარების მართლმადიდებლურ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნება საბერძნეთში 25 მარტს გრიგორიანული კალენდრით . საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ამ დღეს იმართება სამხედრო აღლუმი და საზეიმო მსვლელობა ( ბერძ. Παρέλαση 25ης Μαρτίου ), მასობრივი საერო და რელიგიური სადღესასწაულო ღონისძიებები. 2010 წელს, ათენში, აღლუმზე, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე II-მ შეასრულა დოქსოლოგია საბერძნეთის პრეზიდენტის კაროლოს პაპულიასის, ჯანდაცვის მინისტრ მარილისა ქსენოიანაკოპულუს,, და საბერძნეთის პარლამენტის სპიკერის ფილიპოს პეცალნიკოსის მონაწილეობით.[1]
საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე | |
სამხედრო პარადი ნაუზში | |
სხვაგვარად | საბერძნეთის ეროვნული აღორძინების დღე
25 მარტი |
---|---|
მნიშვნელობა | ამ დღეს ბერძნები და ფიელინები პატივს მიაგებენ 1821-1829 წლების რევოლუციის გმირებს. |
დაწესდა | 15 (27) მარტი 1838 |
თარიღი | 25 მარტი |
ზეიმობა | სამხედრო აღლუმი, საზეიმო, მასობრივი სადღესასწაულო ღონისძიებები |
ისტორია
რედაქტირება1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის მთავარი ქალაქი კონსტანტინოპოლი . ეს დღე ითვლება საბერძნეთში ოსმალთა ოთხასწლიანი მმართველობის ამოსავალ წერტილად.თუმცა, XV-XVI საუკუნეებშიც კი, ახალ მთავრობას ყველა ბერძენი არ ემორჩილებოდა. ისინი გაიქცნენ მთებში და დააარსეს ახალი დასახლებები. თავისუფალი დარჩა პელოპონესის ზოგიერთი რაიონი, მათ შორის, მანის ნახევარკუნძული, რომლის მცხოვრებლები ბერძნული განმათავისუფლებელი მოძრაობის პიონერებად ითვლებიან.[2]
1821 წლის 25 მარტს (6 აპრილი), ხარების დღეს, კალავრიტას მახლობლად, წმინდა ლავრის მონასტერში, პირველად გაისმა მოწოდება "თავისუფლება ან სიკვდილი" და პატრას მიტროპოლიტმა ჰერმანმა აღმართა რევოლუციის დროშა. რევოლუციის დასრულების შემდეგ შექმნილი საბერძნეთის სახელმწიფო დროშა ზუსტად იმეორებდა ამ ბანერს 1978 წელს საბერძნეთის
ამჟამინდელი დროშის ოფიციალურ დამტკიცებამდე. ამის შემდეგ დაიწყო მრავალწლიანი ბრძოლა ოსმალეთის მმართველობისგან თავის დასაღწევად. რვა წლის განმავლობაში საბერძნეთში მობილიზებული იყო 100 ათასი ჯარისკაცი, მათგან დაახლოებით 50 ათასი დაიღუპა. თუმცა ეს მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა: 1829 წელს თურქეთმა ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით ცნო საბერძნეთის დამოუკიდებლობა, ხოლო 1830 წლის 3 თებერვალს დიდმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ლონდონის ოქმს, რომელიც ასევე ცნობდა საბერძნეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს. 1832 წლის 14 აგვისტოს ახალი ევროპული სახელმწიფოს საზღვრები საბოლოოდ განისაზღვრა წარმოსახვითი ხაზის მიღმა, რომელიც აკავშირებს პაგასეთისა და ამბრაკიის ყურეებს.[3]
1838 წლის 15 (27) მარტის ბრძანებულებით 25 მარტი გამოცხადდა ეროვნულ დღესასწაულად და იმავე წელს მოხდა მისი პირველი ოფიციალური აღნიშვნა. ამ დღეს ათენში წმინდა ირინეს ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა, ქუჩებში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა შორის იყვნენ რევოლუციონერები, საღამოს კი აკროპოლისსა და ლიკაბეტზე ცეცხლმოკიდებული ჯვრები დადგეს.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1986 წლიდან, ბერძნული წარმოშობის ამერიკელების ალექსანდროს (ალექს) კარლუცოსის, ტომ კოროლოგოსისა და ენდი მანატოსის ინიციატივით,თეთრ სახლში ( აშშ ) ყოველწლიურად აღინიშნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე [4] [5] [6] . აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თეთრ სახლში უმასპინძლა ამერიკელ ბერძნებს, იყო რონალდ რეიგანი, 1987 წელს მან პირველმა მოაწერა ხელი 5623 პროკლამაციას საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.[4]
. პრეზიდენტის გარდა საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ბერძნული საზოგადოების ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები, ასევე ბერძნები (პოლიტიკოსები, ხელოვანები, მეწარმეები და სხვ.) საბერძნეთიდან. კვიპროსიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. [7] [8] [9] [10] [11] .ღონისძიებას თან ახლავს ცოცხალი ტრადიციული ბერძნული მუსიკა და ცეკვები.[5] [12] . ბერძნული თემი შეერთებულ შტატებში ორი ეთნიკური ჯგუფიდან ( ირლანდიელებთან ერთად), ერთია რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად მასპინძლობს თავის ოფიციალურ რეზიდენციაში ვაშინგტონში [5] [13] [14] .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bλάχτσης, Νίκος. "Greek Independence Day – Government and Politics".[მკვდარი ბმული] www.mfa.gr. Retrieved 21 July 2018.
- ↑ Διαμαντής Αθ. Κωνσταντίνος, Πρότασις καθιερώσεως εθνικών επετείων και δημοσίων αγώνων κατά το πρότυπον των εορτών της αρχαιότητος κατά το έτος 1835, "Αθηνά", Σύγγραμμα περιοδικόν της εν Αθήναις Επιστημονικής Εταιρείας, τομ. 73, 74 (1972, 1973), σελ. 307-325.(ბერძ.)
- ↑ Meletopoulos J., Twelve Greek medals, Αθήνα, 1971.
- ↑ 4.0 4.1 Kokkinidis, Tasos. (2018-03-22) The History of the White House Greek Independence Day Celebration. Greek Reporter. ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ 5.0 5.1 5.2 Greek Independence Celebration at The White House. NEO Magazine (2017-04-23). ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ President Trump Hosts a Greek Independence Day Celebration (2017-03-24).
- ↑ AHI Celebrates Greek Independence Day at the White House and NYC (2017-03-27). ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ Papapostolou, Anastasios. (2017-03-24) President Trump Proclaims March 25 Greek Independence Day!. Greek Reporter. ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ Zikakou, Ioanna. (2016-03-26) President Obama Issues Greek Independence Day Proclamation. Greek Reporter. ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ Papapostolou, Anastasios. (2015-04-16) President Obama Hosts Greek Independence Reception with Greek FinMin Varoufakis in Attendance. Greek Reporter. ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ Tsakas,Demetris. (2018-03-23) Greek Businessman and Philanthropist from Odessa Visits the White House. The National Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-03. ციტირების თარიღი: 2018-03-23
- ↑ Makris, A.. (2017-03-24) President Trump Celebrates Greek Independence Day at the White House (Full Video). Greek Reporter. ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ Manatos, Andy, and Manatos, Mike. (2017-04-26) Why US presidents meet annually with only Greeks and Irish and what good it does. Ekathimerini. ციტირების თარიღი: 2018-03-22
- ↑ Andrew Manatos – Determined Strategist. The National Herald (October 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2018-03-22