საბა სვინგელოზი
საბა სვინგელოზი — XII საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. კარის (ყარსის) ეპისკოპოსი; არის ცნობები, რომ არსენ ბულმაისიმისძის თანამედროვე იყო. მას მიაწერენ დავით აღმაშენებლის „ცხოვრებას“ და ბერძნულიდან ძლისპირთა კრებულის გადმოღებას. ჩვენამდე მოღწეულია საბა სვინგელოზის „გალობანი ქრისტეს განგებულებისა და განკაცებისანი“, რომლის აკროსტიქიდანაც ჩანს, რომ ეს გალობა დაწერილია ვარდან აბუსერისძის თხოვნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯღამაია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 546.
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.