საბანგაუს ეროვნული პარკი
საბანგაუ (ინდონ. Taman Nasional Sebangau) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ ბორნეოზე, ცენტრალური კალიმანტანის პროვინციაში; შეიქმნა 2004 წელს. 1980–1995 წლებში ამ ტერიტორიაზე ნებადართული იყო ტყის ჭრა, რის შედეგადაც 568 700 ჰექტარიდან თითქმის 85 % განადგურებულია. 2012 წლისთვის, პარკის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები იქნა ხელახლა ტყით დაფარული და სრულიად აღდგენას რამდენიმე საუკუნე სჭირდება.[1]
საბანგაუს ეროვნული პარკი
Taman Nasional Sebangau | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული კალიმანტანი |
კოორდინატები | 2°33′ ს. გ. 113°50′ ა. გ. / 2.550° ს. გ. 113.833° ა. გ. |
დაარსდა | 2004 |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ეროვნული პარკის შუაგულში გაედინება მდინარე საბანგაუ, რომლის წყალიც შავია.
ტყეებში ბინადრობს ორანგუტანი, რომელთა რაოდენობა 2003 წლის მონაცემებით დაახლოებით 6 910 ერთეულია. ასევე გავრცელებულია სხვა უიშვიათესი ან უნიკალური სახეობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Can Heavily Deforested Sebangau National Park Be Saved? (July 21, 2012).