„საამნამე“„შაჰნამეს“ ქართული ვერსია, მომდინარეობს „შაჰნამეს“ სპარსული მიბაძვა-გაგრძელებისაგან, რომელსაც საფუძვლად დაედო ხაჯო ქირმანელის (1282-1352) პოემა „ჰომაი და ჰომაიუნი“. „საამნამეში“ ვრცალდაა აღწერილი „შაჰნამეს“ ერთ-ერთი გმირის საამისა და ჩინეთის მეფის ასულის ფერიდუხტის სამიჯნურო თავგადასავალი. მოგვიანებით სპარსული პოეტური ვერსია პროზაულად გადაკეთდა და ჩაერთო „შაჰნამეს“ ინტერპოლირებულ ტექსტში. სწორედ ეს ვერსია XVIII საუკუნეში პროზითვე გადმოიღო ანონიმმა ქართველმა მთარგმნელმა სათაურით „წიგნი საამ ფალავნისა“. ძეგლი პირველად აღმოაჩინა ა. ბარამიძემ, ხოლო სპარსული წყაროებთან მისი მიმაღტება შეისწავლა დ. კობიძემ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარამიძე ალ., შენიშვნები „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების შესახებ, «საქართველოს არქივი», 1927, ტ. 3;
  • კობიძე დ., „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959;