რქახრახნილი თხა (Capra falconeri) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1,7 მ, მასა 90 კგ აღწევს. ხრახნისებური რქები აქვს. ვაცის კისერი და მკერდი გრძელი ბეწვითაა დაფარული. გავრცელებულია დასავლეთ ჰიმალაიში, ქაშმირში, მცირე ტიბეტსა და ავრანეთში. გვხვდება აგრეთვე კუგითანგთაუს და ბაბათაღის ქედებზე. წარმოქმნის რამდენსამე ქვესახეობას, რომლებიც ერთმანეთისაგან რქების მოყვანილობით განსხვავდებიან. ბინადრობს ხეობების ციცაბო კალთებზე, კლდეებსა და ფლატებზე. იკვებება ბალახით, ფოთლებით და ყლორტებით. შობს 1-2 თიკანს. რქახრახნილი თხა შინაური თხის ზოგიერთი ჯიშის წინაპარია.