სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანაშია.

რუსუდან სიმონის ასული ჯანაშია (დ. 17 აგვისტო, 1937, თბილისი — გ. 25 იანვარი, 2017, იქვე) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი[1], კავკასიოლოგი.

რუსუდან ჯანაშია
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1937
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 25 იანვარი, 2017
გარდ. ადგილი იქვე
მუშაობის ადგილი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ
ალმა-მატერი თსუ
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
ცნობილია როგორც კავკასიოლოგი, უბიხური ენის სპეციალისტი
სამეცნიერო სფერო ლინგვისტიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1955-1960 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ განყოფილებაზე, სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კავკასიოლოგია, აფხაზური და უბიხური ენები.

1960 წლის 1 დეკემბრიდან არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლაბორანტია, ხოლო 1968 წლის 1 ივნისიდან იმავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერთანამშრომელი, 1982 წლის 16 მარტიდან კი უფროსი მეცნიერთანამშრომელი. 1995-2006 წლებში იყო თსუ-ს აფხაზური ენის ლექტორი (BA, MA), ხოლო 1998 წლიდან უბიხური ენის ლექტორი (BA).

მას ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო ნაშრომი: 45 სტატია და 40 პუბლიკაცია ს. ჯანაშიას პირადი არქივიდან.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ბოლო ხუთ წელს გამოქვეყნებული ნაშრომები:

  1. უბიხური ფოლკლორი, (კავკასიური სახლი), თბ., 2001
  2. უბიხური ბრუნების სისტემა, ქუთაისის სამეცნიერო სესიის მასალები IX, 2003;
  3. მცხეთის ტოპონიმიკა. მასალები თელავის XXIII დიალ. სესიისა, 2003;
  4. აფხაზურ – აბაზური ენების შესწავლის ისტორია საქართველოში, თსუ-ს კრ. 2004;
  5. ბ. ჯანაშია – აფხაზური დარგობლივი ლექსიკის მკვლევარი, XXV სესიის მასალები, თბ. 2005;
  6. გურული დიალექტის ნიმუშები ს. ჯანაშიას ჩანაწერებში. კრ. “ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”. IX. თბ. 2005;
  7. უბიხური დარგობლივი ლექსიკა, I. შინაური ცხოველები XXVI დიალ. სესია, თბ. 2006;
  8. უბიხური ეთნონიმები და ანთროპონიმები. კავკასიოლოგიური კრ. თბ. 2007;
  9. უბიხური ვოკალიზმი, თსუ სესია II. 2007;
  10. (თ. უჯუხუსთან ერთად) ს. ჯანაშიას “ჩერქეზული დღიურები”, I კავკასიოლოგ. საერთაშორისო კონგრესი”, თბ. 2007
  11. (თ. უჯუხუსთან ერთად) ს. ჯანაშიას შრომები, მიძღვნილი ჩერქეზული თემატიკისადმი”. მასალები VI საერთაშ. სამეცნ. კონფერენციისა. მაიკოპი, 2008.
  12. უბიხური ენა, (ჩერქეზული კულტურის ცენტრი), თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება