რუსუდან რუხაძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი-ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

რუსუდან რუხაძე (დ. 13 აგვისტო, 1957, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი-ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1980–1983 წლებში — იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1984–1993 წლებში — ამავე კათედრის ასისტენტი. 1993 წლიდან — აღნიშნული კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადამიანის ფარისებური ჯირკვლის სტრუქტურის რაოდენობრივი ანალიზი სხვადასხვა სახის ჩიყვის დროს“, დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფარისებრი ჯირკვლისა და ზოგიერთი ორგანოს სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებანი ჰიპერ-, ეუ-, და ჰიპოთირეოზის დროს“, დაიცვა 1999 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჰისტოლოგია: სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სტუდ. თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. გვ. 432 ISBN 9789941012891
  • ჰისტოლოგია: სახელმძღვ. თსუ-ს სტუდ. თბილისი, ოაზისი, 2003. გვ. 423 ISBN 9992889411

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 243
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012,გვ. 362

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება