რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე (დ. 20 აგვისტო, 1939, ოზურგეთი, — გ. 17 მაისი, 2023, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი.
რუსუდან ბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1939 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 17 მაისი, 2023 (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, პედაგოგი. |
მეუღლე/ები | მერაბ კოსტავა[1] |
ჯილდოები |
ღირსების ორდენი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ ოზურგეთში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ასპირანტურაში რიცხვთა თეორიის სპეციალობით. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რიცხვთა წარმოდგენა რვაცვლადიანი კვადრატული ფორმებით“.
1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი და ლექტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენის თეორიაში, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ოჯახი
რედაქტირება- მეუღლე — მერაბ კოსტავა (1939-1989)
- შვილი — ირაკლი კოსტავა (1961-1985)
ჯილდოები
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ალგებრა და გეომეტრია: მეთოდ. მითითებები კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი), თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988, 83 გვ.