რუსლან გაჯიევი
რუსლან გაჯიევი (დ. 1 იანვარი, 1978, სოფ. აზიზქენდი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ) — იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
რუსლან გაჯიევი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1978 |
დაბადების ადგილი | სოფ. აზიზქენდი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პარტია | ქართული ოცნება |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
2001-2002 წლებში მარნეულის გამგეობის სოციალური განყოფილების სპეციალისტი; 2002-2006 წლებში მარნეულის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006-2009 წლებში შპს „HA-ს“ მარნეულის ფილიალის დირექტორი; 2010-2011 წლებში შპს „VG-ს“ მარნეულის ფილიალის დირექტორი; წარმატებით ჩააბარა სკოლის დირექტორისა და პედაგოგის გამოცდები საგანმანათლებლო რესურსცენტრში; 2011 წელს ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი; 2011-2014 წლებში ქ. მარნეულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი; 2014 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 56,31% მიიღო (11 707 ხმა).[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსლან გაჯიევი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რუსლან გაჯიევი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)