რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური ასტროფიზიკური ობსერვატორია

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური ასტროფიზიკური ობსერვატორია (რუს. Специальная Астрофизическая Обсерватория) — 1966 წელს სსრ კავშირში აგებული ასტრონომიული ობსერვატორია, რომელიც ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაშია. ობსერვატორია მდებარეობს მდიანრე დიდი ზელენჩუკის ხეობაში, კავკასიონის სოფელ ქვედა არხიზის მახლობლად. ობსერვატორია მოიცავს BTA-6 ოპტიკურ და RATAN-600 რადიო ტელესკოპს. აღნიშნული ობიექტები დაახლოებით 20 კმ-ით (12 მილი) არიან დაშროებული.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტროფიზიკური ობსერვატორია

BTA-6 ოპტიკური ტელესკოპი რედაქტირება

 
BTA-6

BTA-6 (Большой Телескоп Альтазимутальный) 1975 წელს პირველი შუქის მაჩვენებლით რამდენიმე წლის მანძილზე უდიდესი ოპტიკური ამრეკლავი ტელესკოპი იყო. ტელესკოპის პირველადი სარკე 6 მეტრის დიამეტრისაა და დაფარულია 48 მეტრის დიამეტრის გუმბათით ზღვის დონიდან 2 070 მეტრ სიმაღლეზე. ოპტიკური ტელესკოპი პირველობას 1993 წლამდე ინარჩუნებდა, სადა მას მონაცემებით ჰავაიზე განთავსებულმა ტელესკოპმა - Keck 1 - აჯობა.

პირველი შედეგები წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგანაც ბრომსილიკატი დაიმსხვრა, რომელიც 1978 წელს შეანაცვლეს. დაკვირვების დროს დიდი გუმბათი და 42 ტონა მასიური სარკე ტელესკოპის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას ართულებს. კავკასიონის მწვერვალების ირგვლივ მქროლავი ქარის გამო წარმოქმნილი ატმოსფერული ტურბულენტობა მხედველობას ამცირებს. მიუხედავად ამ ნაკლისა, BTA-6 მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს 26 ვარსკვლავიერი სიდიდის მანძილზე მდებარე ობიექტების შესასწავლად.

სხვა ოპტიკური ტელესკოპები რედაქტირება

 
Zeiss-1000 და Zeiss

BTA-6-თან ერთად სპეციალურ ასტრონომიულ ობსერვატორიაში ორი პატარა ტელესკოპიც ფუნქციონირებს, რომლებიც კარლ ცეისმა ააშენა. ორივე ტელესკოპი BTA-6-ის პროგრამების მხარდასაჭერადაც გამოიყენება და ინდივიდუალურადაც ფუნქციონირებს.[1] უფრო დიდი 1 მეტრის Zeiss-1000 ტელესკოპი BTA-6 ტელესკოპიდნა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარეობს. Zeiss-1000-ის პირველი შუქი 1990 წელს იყო, თუმც აინსტალაცია და დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვა 1993 წლამდე გაგრძელდა.

1994 წელს უფრო მცირე, 60 სმ-ის Zeiss ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ობსერვატორიიდან გადმოიტანეს. ტელესკოპი Zeiss-1000-დან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობს, უფრო პატარა შენობაში, რომელიც გუმბათისა და ქვის კედლებისგან შედგება.

RATAN-600 რადიო ტელესკოპი რედაქტირება

 
RATAN-600 რადიო ტელესკოპი

RATAN-600 (რუს. РАТАН-600 – РАдио Телескоп Академии Наук) მეცნიერებათა აკადემიის რადიო ტელესკოპი) შედგება 576 მეტრის დიამეტრის წრიული კვადრატული რადიო ამრეკლავებისაგან. მდებარეობს ზღვის დონიდან 970 ემტრზე. ყოველი ამრეკლავი ინსტრუმენტულ კაბინასთანაა კომბინირებული, რომელიც სხვადასხვა მიმღებსა და ინსტრუმენტს შეიცავს. მეცნიერებათა აკადემიის რადიო ტელესკოპი მსოფლიოში ყველაზე ფართო დიამეტრის მქონე ინდივიდუალური რადიო ტელესკოპია. ტელესკოპს სამი სისტემა აქვს: ორსარკიანი სისტემა - რგოლის სექტორი ტალღებს მიმართავს ცილინდრული მეორეული სარკისკენ, შემდეგ კი მიმღებებისკენ; სამსარკიანი სისტემა - ხაზოვანი სარკეები აირეკლავენ ტალღებს რგოლის სამხრეთი სექტორისკენ; მთლიანი რგოლი - გამოიყენება ახლო ზენიტის გამოსაკვლევად, კონუსურ მეორეულ სარკესთან და მიმღებებთან ერთად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ioannisiani BK; Neplokhov EM; Kopylov IM; Rylov VS; Snezhko LI (1982). "The Zelenchuk 6M telescope (BTA) of the USSR Academy of Sciences". ASSL Vol. 92: IAU Colloq. 67. 92: 3–10.
  • Parijskij, N & Korol'kov, D (1987). "Experiment Cold: The first deep sky survey with the RATAN-600 radio telescope". Astrophysics and Space Physics Review. 5: 39–179.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Small telescopes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-14. ციტირების თარიღი: 2019-11-06.