რუსები აზერბაიჯანში
რუსები აზერბაიჯანში ან აზერბაიჯანელი რუსები (აზერ. Azərbaycanda ruslar, რუს. русские в Азербайджане) — წარმოადგენენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრებ რუსებს. ისინი აზერბაიჯანის მეორე უმსხვილესი ეთნიკური უმცირესობაა და ასევე ყველაზე დიდი რუსული საზოგადოება სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთის გარეთ.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა ეცემა, 2009 წლის მონაცემებით რუსი მოსახლეობა ჯერ კიდევ 119 300 ადამიანს შეადგენდა. XIX საუკუნის დასაწყისში მათი ჩამოსვლის შემდგომ რუსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში.
რუსი დევნილთა ოჯახი აზერბაიჯანში. | |
საერთო მოსახლეობა | |
---|---|
119,300 (2009 წლის მონაცემები) | |
ენები | აზერბაიჯანული, რუსული. |
რელიგიები | მართლმადიდებლობა |
1999 წლის აღწერის მონაცემებით, რუსები შეადგენდნენ ბაქოს მოსახლეობის 7% -ს, ანუ ყოველი 1,7 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 120 000-ს. ეს მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია, XX საუკუნის შუა პერიოდთან შედარებით, როდესაც რუსები შეადგენდნენ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს. რუსების უფრო მცირე რაოდენობა, მათ შორის კაზაკებიც, ცხოვრობენ სუმგაითში, განჯაში, ხაჩმაზში, მინგეჩურსა და შირვანში.
ისტორია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ კაზაკთა დასახლება ლენქორანის მახლობლად უკვე არსებობდა 1795 წელს, აზერბაიჯანში პირველი რუსთა სამოქალაქო ჩამოსახლებლები მხოლოდ 1830 - 1850 წლებში მიმდინარეობდა, თურქმენჩაის ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ. 1832 წელს დაიწყო რუსეთის ძველი მორწმუნეების და ე.წ. სექტანტების იძულებითი გადასახლება რუსეთის შიდა პროვინციებიდან სამხრეთ კავკასიაში.[3] გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სექტანტებს ეკრძალებოდათ ქალაქებში დასახლება, ვიდრე მოგვიანებით, მათ თვითონ არ დააარსეს მეზობლური დასახლებები შემახსა და ლენქორანთან ახლოს. 1859 წელს კი ბაქოშიც დასახლდნენ.[4] საყოველთაო აღწერის თანახმად, 1897 წლისთვის ბაქოს გუბერნიის რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენდა 73 632 ადამიანს.[5] რუსების კიდევ ერთ-ერთი დიდი დასახლება განლაგებული იყო ელიზაბედპოლზში (თანამედროვე განჯის ტერიტორია), სადაც 14 146 რული მოსახლე ცხოვრობდა. [6]
რელიგია და ენა
რედაქტირებააზერბაიჯანში რუსების უმრავლესობა აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარია. ბაქოში პირველი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა 1815 წელს.[7] 1905 წელს დაარსდა ბაქოს ეპარქია, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქია, ამჟამად მის დაქვემდებარებაშა ხუთი ეკლესიაა.
აზერბაიჯანში რუსები საუბრობენ რუსულად და ამ ენას იყენებენ ძირითადად. ამასთან, ბაქოს რუსული ენა ავლენს მთელ რიგ ფონეტიკურ მახასიათებლებს, რომელიც დამახასიათებელია აზერბაიჯანის ყველა რუსულენოვანი ეთნოსისთვის. მიჩნეულია რომ რუსული ენა აზერბაიჯანულის გავლენას განიცდის.[8][9] რუსულ დიალექტზე მოსაუბრე რუსების შთამომავლებში დღემდე იჩენს თავს ძველი რუსული ენის ნაშთები, რომლებიც აღარ გამოიყენება ნამდვილ ლიტერატურულ რუსულ ენაში.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- Асланов А. М. Азербайджанский язык в орбите языкового взаимодействия (Социально-лингвистическое исследование). — Баку: Элм, 1989. — ISBN 5-8066-0213-3.
- Мурадов Г. Л., Полоскова Т. В., Затулин К. Ф. и др. Справочник российского соотечественника // М.: Русский мир, 2006. 2-е издание — стр. 11-14
- Заплетин Г., Ширин-заде Г. Русские в истории Азербайджана. — Баку, 2008
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Friendly Association of Russian Cossacks of Azerbaijan
- Friendly Society Youth Department of Russian Cossacks of Azerbaijan დაარქივებული 2003-04-25 საიტზე Wayback Machine.
- Russian community of Azerbaijan დაარქივებული 2011-11-29 საიტზე Wayback Machine.
- Russian village İvanovka
- Казаки Азербайджана დაარქივებული 2016-06-14 საიტზე Wayback Machine.
- Русская община Азербайджана დაარქივებული 2011-11-29 საიტზე Wayback Machine.
- Русское село Ивановка Азербайджанской Республики (русский)
- Координационный совет общественных организаций российских соотечественников Азербайджанской Республики დაარქივებული 2014-05-20 საიტზე Wayback Machine.
- Русские азербайджанцы, сюжет программы «Городские истории»
- Русские в Азербайджане, репортаж программы «Время»
- «Тетя Маруся из Гедабека», док. фильм про жизнь русских староверов, молокан и духоборов, в Азербайджане.
- Молокане в Азербайджане, репортаж итоговой программы «Вместе» телерадиокомпании «Мир»
- «Духоборы или молокане: история и традиции», Документальный фильм
- Русский язык в Азербайджане
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Russian Community of Azerbaijan Celebrated 15th Anniversary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-07. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
- ↑ Russian community of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
- ↑ Aytan Aliyeva. (July 27, 2007) / newsid_6265000/6265714.stm Russian in Azerbaijan: no problems, but with the language. BBC Russian Service BBC.
- ↑ Volkova. "Ethnic Processes in the South Caucasus in 19th-20th centuries" Caucasian ethnographic collection, ed. "Science", Moscow, 1969
- ↑ reg = 319 The first general census of the Russian Empire of 1897 population by mother tongue and districts of the Russian Empire except the provinces of European Russia. Demoscope.
- ↑ Первая general census of the Russian Empire of 1897 population by mother tongue and counties Russian Empire, but the provinces of European Russia. Demoscope.
- ↑ http://www.pravoslavie.ru/put/070126150112.htm
- ↑ Новосибирская Государственная Областная Научная Библиотека. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
- ↑ Би-би-си | Аналитика | Глава 7. Баку. Богатая событиями история
- ↑ Э.Гейдарова. Древнерусские формы в лексике русского островного говора Азербайджана