ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუთ უილსონი (ინგლ. Ruth Wilson; დ. 13 იანვარი, 1982)[1]ინგლისელი მსახიობი. ცნობილია თავისი შესრულებული როლებით ფილმებში: „Suburban Shootout“ (2005), „ჯეინ ეარი“ (2006), მან ელის მორგანის როლი BBC-ს ფსიქოლოგიურ კრიმინარულ დრამატულ სატელევიზიო სერიალში „ლუთერი“-ში (2010–2013, 2019)[2] ითამაშა, ხოლო ელისონ ლოქჰართი სატელევიზიო დრამაში „საყვარლები“ (2014-2018), 2018 წელს ითამაშა მინისერიალში „მისის უილსონი“-ში. BBC/HBO-ს ფანტაზიური ჟანრის სერიალ „მისი ბნელი საწყისები“-ში მარისა კულტერის როლი შეასრულა. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „მარტოხელა რეინჯერი“ (2013), „მისტერ ბენკსის გადარჩენა“ (2013), „მე ის მშვენიერი ნივთი ვარ, სახლში რომ ცხოვრობს“ (2016), „მუქი მდინარე“ (2017).

რუთ უილსონი

უილსონი 2015 წელს
დაბადების თარიღი 13 იანვარი, 1982 (1982-01-13) (42 წლის)
სურეი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
ალმა-მატერი ნოტინგემის უნივერსიტეტი
მუსიკისა და დრამატული ხელოვნების ლონდონის აკადემია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2003-დღემდე
ნათესავები ალექსანდრე უილსონი (ბაბუა), დენის უილსონი (ბიძა)

ტიტულოვანი როლის-ანა ქრისტის შესრულების, და მეორე ხარისხოვანი პერსონაჟის–სტელა კოუვალსკის „ტრამვაი სახელად სურვილი“-ში[3] შესრულებისთვის უილსონი სამჯერ ნომინირდა, ხოლო ორჯერ მოიგო „ლორენს ოლივიერის ნომინაცია“, როგორც საუკეთესო მსახიობი. მას სატელევიზიო სერიალ-ჯეინ ეარში, ნათამაშები როლით მოგებული აქვს ოქროს გლობუსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

რუთ უილსონი დაიბადა 1982 წლის 13 იანვარს, ლონდონის ერთ-ერთ სოფელში-ეშფორდში. არის მერი და ნიგელ უილსონის ქალიშვილი. ჰყავს სამი უფროსი ძმა: ტობი, სემი (BBC-ს ჟურნალისტი) და მეთიუ. არის მწერალის ალექსანდრე უილსონისა და მისი მესამე ცოლის ელისონის[4][5] შვილიშვილი. მისი დიდი ბებია ეთნიკური წარმომავლობით ირანელი[6] იყო. უილსონი სურეის ერთ-ერთ სოფელში, შეპარტონში[7] გაიზარდა როგორც კათოლიკე[8].

უილსონმა დაამთავრა დამოუკიდებელი კათოლიკური სკოლა „Notre Dame“, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ გოგონებისთვის. თინეიჯერობის ასაკში მისი სამუშაო მოდელობა იყო. სწავლა ნოტინგემის უნივერსიტეტში განაგრძო, იგი ამ უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა, უნივერსიტეტში სწავლის დროს „ნოტინგემის ახალ თეატრ“-ში სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას. 2003 წელს მან დაამთავრა ნოტინგემში სწავლა, ხოლო 2005[9] წელს „მუსიკისა და დრამატული ხელოვნების ლონდონის აკადემია“. ამის შემდეგ, მან დააარსა „Hush Productions“-ი[10] . ნოტინგემში ყოფნის დროს მან მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო, ომის სტრატეგიულ თამაშში „Time Commanders“-ში.

მანამ სანამ „ჯეინ ეარში“ ითამაშებდა მთავარი როლით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ კომედიურ სატელევიზიო სერიალში, „Suburban Shootout“-ში, ინგლისელ მსახიობთან-ტომ ჰიდლესტონთან[11] ერთად. 2006-2007 წლებში ითამაშა ITV-ს სატელევიზიო სერიალში, „აგათა კრისტის მარპლი“-ში, ხოლო მერი BBC-ს დრამაში, „Capturing Mary“-ში.

2007 წელს ტანიას როლი „როიალის ეროვნული თეატრში“[12] „Philistines“-ში ითამაშა. ამავე წელს, კომედიურ როლზე, როგორც ელისონ ფენელი გამოჩნდა BBC-ს კომედიურ სერიალში-„Freezing“. 2009 წლის 23 ივლისიდან 3 ოქტომბრამდე მონაწილეობას იღებდა სპექტაკლში-„A Streetcar Named Desire“-ში, როგორც სტელა კოვალსკი. 2009 წლის 15 ნოემბერს, AMC Television და ITV-ს მინისერიალ „ტუსაღი“-ში, უილსონმა სოფლის ექიმის-"Number 313"-ის როლი შეასრულა. 2009 წლის დეკემბერში ითამაშა BBC-ის სატელევიზიო სერიალში „Small Island“-ში, რომელიც გადაღებულია ინგლისელი ავტორის, ანდრეა ლევის ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით.

2010 წლიდან უილსონი მონაწეილეობას იღებდა ფსიქოლოგიურ სატელევიზიო სერიალში, „ლუთერი“-ში, სადაც იგი თამაშობდა ელის მორგანის როლს. 2014 წელს უილსონმა ელისონ ბეილის როლის შესრულება დრამატულ სატელევიზიო სერიალში, „საყვარლები“-ში დაიწყო. მან ამ სერიალის პირველ სეზონში[13] მონაწილეობით ოქროს გლობუსიც მოიგო, როგორც საუკეთესო მსახიობი—დრამატულ სატელევიზიო სერიალებში. მან ამ სერიალში მონაწილეობის მიღება 2018 წელს, 4 სეზონის შემდეგ შეწყვიტა.[14]

  1. Ruth Wilson. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 10, 2015.
  2. Stolworthy, Jacob. (23 February 2018) Ruth Wilson sheds light on Luther season 5 return: 'Alice is back with a vengeance'. The Independent.
  3. Olivier Winners 2010. olivierawards.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2015. ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  4. "Comparative Media Law & Ethics" by Tim Crook. ma-radio.gold.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2012. ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  5. Eden, Richard (23 September 2012). „Lone Ranger star Ruth Wilson spies film about her bigamist grandfather“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  6. Writer, lover, soldier, spy: The strange and secretive life of Alexander Wilson (8 October 2010). ციტირების თარიღი: 3 January 2019.
  7. Genower, Ellie Ruth is following footsteps of the famous, Manchester Evening News (20 October 2006)
  8. Eyre, Hermione (21 July 2011). „Ruth Wilson on her sizzling summer with Jude Law“. standard.co.uk. ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  9. 2011 : APPEARANCES. toby-stephens.tumblr.com (3 February 2014). ციტირების თარიღი: 31 October 2015.
  10. Hoggard, Liz Ruth Wilson, The Independent (7 October 2006)
  11. Stephen Robb (10 August 2006). „Jane Eyre star's fast-rising fame“. BBC News. ციტირების თარიღი: 2008-08-30.
  12. Rock, Malcolm 20 Questions With… Ruth Wilson დაარქივებული 4 August 2007 საიტზე Wayback Machine. , What's on Stage (21 May 2007).
  13. Stone, Natalie. (11 January 2015) Golden Globes: Ruth Wilson Wins Best Actress in a TV Series, Drama.
  14. Butler, Bethonie. (30 August 2018) Why did Ruth Wilson leave 'The Affair'? The mystery continues to deepen.. The Washington Post.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუთ_უილსონი“-დან