რუთ დრეიფუსი
რუთ დრეიფუსი (დ. 9 იანვარი, 1940, სანქტ-გალენი, შვეიცარია) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 1993-2000 წწ. შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტი 1999 წელს.
რუთ დრეიფუსი | |
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მარტი, 1993 – 31 დეკემბერი, 2002 | |
წინამორბედი | რენე ფელბერი |
მემკვიდრე | მიშლინ კალმი-რე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1999 – 31 დეკემბერი, 1999 | |
წინამორბედი | ფლავიო კოტი |
მემკვიდრე | ადოლფ ოგი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1998 – 31 დეკემბერი, 1998 | |
პრეზიდენტი | ფლავიო კოტი |
წინამორბედი | ფლავიო კოტი |
მემკვიდრე | ადოლფ ოგი |
დაბადებული | 9 იანვარი, 1940 სანქტ-გალენი შვეიცარია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1940 წლის 9 იანვარს სანქტ-გალენში. იგი წარმოშობით ებრაელია და არის მსოფლიოში მეორე ებრაელი ქალბატონი ჯანეტ ჯაგანის შემდეგ, რომელმაც დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. მისი ოჯახი, მის დაბადებამდე 1942 წელს ბერნში, ხოლო 1945 წლიდან ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც რუთ დრეიფუსმა მიიღო საშუალო განათლება.
კარიერა
რედაქტირება1958 წელს მიიღო სავაჭრო საქმის დიპლომი, რის შემდეგაც 6 წლის მანძილზე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1965–1968 წლებში იყო ჟენევის უნივერსიტეტის ფსიქო-სოციალური ცენტრის ასისტენტი, ხოლო მომდევნო წლებში მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტის სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობებზე. იყო წარმატებული პროფკავშირული მოღვაწე და ადამიანის (განსაკუთრებით ქალების) უფლებების აქტიური დამცველი. 1989–1992 წლებში ჟენევის მუნიციპალური საბჭოს წევრია, ხოლო 1993 წელს აირჩიეს ფედერაციის საბჭოს წევრად. 1997 წელს პრეზიდენტ არნოლდ კოლერის მოადგილე ანუ ქვეყნის ფედერალური ვიცე-პრეზიდენტი. ფედერაციის საბჭოს წევრი იყო 2002 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში ასრულებდა ჯერ შინაგან საქმეთა, ხოლო შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოვალეობებს. დრეიფუსი არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. კონფედერაციის პრეზიდენტად პარლამენტმა აირჩია 1998 წლის 9 დეკემბერს და პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა 1999 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე. პრეზიდენტის თანამდებობა მიიღო ფლავიო კოტისაგან და გადააბარა ადოლფ ოგის. მისი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა შვეიცარიის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, რომლის შესახებაც მან არჩევის პირველ დღესვე განაცხადა:
.
ქალბატონი რუთ დრეიფუსი ცნობილი ფემინისტია. მან პრეზიდენტად არჩევის დღეს განაცხადა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jennifer Breger, Biography of Ruth Dreifuss, Jewish Women Encyclopedia (Eng.)
წინამორბედი: რენე ფელბერი |
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 1993 – 2002 |
შემდეგი: მიშლინ კალმი-რე |
წინამორბედი: ფლავიო კოტი |
შვეიცარიის პრეზიდენტი 1999 |
შემდეგი: ადოლფ ოგი |