რუდი პანკოუ
რუდი პანკოუ (ინგლ. Rudy Pankow; დ. 12 აგვისტო, 1998, ფერბენკსი, ალასკა) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ჯეიჯეი მეიბანკის როლის შესრულებისთვის Netflix-ის თინეიჯერულ დრამაში „გარე ნაპირი“.[1]
რუდი პანკოუ | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 აგვისტო, 1998 ფერბენკსი, ალასკა, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებარუდი პანკოუ დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ფერბენკსში, ენდრიუ და პენი პანკოუების ოჯახში. ინტერესი მსახიობობის მიმართ გაუჩნდა საშუალო სკოლაში Youtube-ის მეშვეობით. დადიოდა კეტჩიკანის საშუალო სკოლაში, სადაც თამაშობდა ფეხბურთს და მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. თავდაპირველად რუდი ფიქრობდა კულინარიურ სკოლაში სწავლაზე, მაგრამ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი და 2016 წელს შეუერთდა სამსახიობო ინსტიტუტს.
მოგვიანებით რუდი შეუერთდა მაიკლ ვულსონის სტუდიას, სამსახიობო უნარების განსავითარებლად. კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყო თეატრში თამაში. თეატრში მოღვაწეობის პერიოდში შეასრულა როლები სპეკტაკლებში „მაკნატუნა“, „მერი პოპინსი“ და „ოლივერ ტვისტი“.
კარიერა
რედაქტირება2020 წელს დაიწყო ჯეიჯეი მეიბანკის როლის შესრულება Netflix-ის თინეიჯერულ დრამაში „გარე ნაპირი“[2], რომლის სიუჟეტიც მიჰყვება მოზარდთა ორი ჯგუფის კონფლიქტს განძის ძიებაში. შოუმ მოიპოვა გლობალური პოპულარობა.
რუდი გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა: Tings, Icon, Vestail და Behind the Blinds.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rudy Pankow — IMDb-ზე