მაკნატუნა და თაგვების მეფე
„მაკნატუნა და თაგვების მეფე“ (გერმ. Nußknacker und Mausekönig) — ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის საშობაო მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა კრებულში „ბავშვთა ზღაპრები“ (ბერლინი, 1816 წ.). ნაწარმოები დაიწერა ავტორის მეგობრის იულიან გიციგის შვილებთან ურთიერთობის გავლენით. ჰოფმანმა მათი სახელები - ფრიდრიხი და კლარა - შეცვალა და ნაწარმოების მთავარ გმირებს მარი და ფრიცი უწოდა. ზღაპრის მიხედვით შეიქმნა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი ორ მოქმედებად მარიუს პეტიპას ლიბრეტოზე. ნაწარმოები ანიმაციური ფილმების საფუძველი გახდა.
მაკნატუნა და თაგვების მეფე | |
---|---|
ჟანრი | ზღაპარი |
ავტორი | ერნსტ თეოდორ ჰოფმანი |
მშობლიური ენა | გერმანული |
გამოცემულია | 1816 |
სიუჟეტი
რედაქტირებაშობის ღამეს შტალბაუმების ოჯახში პატარა ფრიცი და მისი და მარი მშობლებისგან ბევრ საჩუქარს იღებენ: თოჯინები, სათამაშო მეომრები, ხის ცხენები, პატარა ჭურჭელი, სურათებიანი წიგნები. ბავშვების ნათლია დროსელმეიერი მათ ჩუქნის მინიატურულ ციხესიმაგრეს ოქროს კოშკებით, რომლის დარბაზებში მოძრაობენ სახელოვანი ქალბატონები და ბატონები. ცოტა მოგვიანებით, ბავშვები გაიცნობენ სხვა სათამაშოს - პატარა მახინჯ კაცს, სახელად მაკნატუნა, რომელმაც იცის როგორ გატეხოს მყარი თხილი.
დაძინებამდე მარი კარადის მახლობლად ჩერდება, რომელშიც ღამით საჩუქრებს ათავსებდნენ და ბრძოლის მოწმე ხდება. მას ხელმძღვანელობს შვიდთავიანი თაგვის მეფე თავისი ჯარით და თოჯინების არმია მაკნატუნას ხელმძღვანელობით. გოგონა პატარა მაკნატუნას დაცვას ცდილობს, მაგრამ მკლავში ტკივილს გრძნობს და იატაკზე ეცემა. საწოლში გაღვიძებული ცდილობს დედას და ექიმს უამბოს ღამის ბრძოლის შესახებ, მაგრამ ისინი მის ისტორიას მაღალ სიცხეს უკავშირებენ. ნათლიას, რომელიც მარის ესტუმრა, მოაქვს შეკეთებული მაკნატუნა და ეუბნება, რომ ის ოდესღაც დროსელმეიერის ნიურნბერგში მცხოვრები ძმისშვილი იყო. ის დედოფალ მიშილდას ნებით პაწაწინა მახინჯ კაცად გადაიქცა. მაკნატუნას შეუძლია დაუბრუნდეს თავის პირვანდელ გარეგნობას, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მან დაამარცხოს თაგვების მეფე და მშვენიერ ქალბატონს შეუყვარდეს.
სწორედ მარი ხდება ის მშვენიერი ქალბატონი. მას შემდეგ რაც მაკნატუნა დაამარცხებს თაგვების მეფეს მარისთან ერთად ჯადოსნურ ქვეყანაში გაემგზავრება. მარის შეუყვარდება ულამაზესი გმირი. მშობლებს არ სჯერათ მარის თავგადასავლების და სთხოვენ დაივიწყოს ეს წარმოუდგენელი ამბავი, მაგრამ გოგონა მუდმივად ფიქრობს მაკნატუნაზე. ზღაპრის ბოლოს შტალბაუმების სახლში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი - დროსელმეიერის ძმისშვილი, რომელიც აღიარებს, რომ ის აღარ არის უბედური მაკნატუნა. მარი ხდება მისი საცოლე და ოცდაორი ათასი ელეგანტური თოჯინა ცეკვავს მათ ქორწილში.
შექმნის ისტორია
რედაქტირებამკვლევარების აზრით, მაკნატუნას დაწერის აზრი ჰოფმანს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც იგი იგონებდა და უყვებოდა ზღაპრებს თავისი მეგობრის (და მოგვიანებით ბიოგრაფის) იულიუს გიციგის შვილებს. მოგვიანებით, ზღაპრის წერისას, მწერალმა მასში გადმოსცა ზღაპრის ახალგაზრდა მსმენელთა ხასიათის თვისებები[1]. ზღაპარი მაკნატუნას ამბავზე იწერებოდა 1816 წლის 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე. შემდეგ ხელნაწერი გადაეცა გამომცემელ გეორგ რეიმერს. მოთხრობა გამოქვეყნდა საბავშვო ზღაპრების პირველ ტომში, რომელიც გამოქვეყნდა ბერლინში შობის ღამეს. ცნობილია, რომ იმავე წლის 16 დეკემბერს ჰოფმანს უკვე ხელში ეჭირა სტამბიდან ახლად გამოსული წიგნის ოთხი ეგზემპლარი[2], რომელიც ითვლება ბავშვთა რომანტიკული ზღაპრების პირველ კოლექციად გერმანიაში.