განძი — სამართალში: მიწაში ჩაფლული ან სხვაგვარად დამალული ფული ან ძვირფასეულობა, რომლის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია ანდა, რომლის მესაკუთრესაც კანონის ძალით დაკარგული აქვს მასზე უფლება. კანონმდებლობის მიხედვით განძი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და აღმომჩენი ვალდებულია ჩააბაროს იგი საფინანსო ორგანოებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა, მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.[1]

ტერმინი „განძი“ ქართულში ძველთაგანვე იხმარებოდა საუნჯის, ქონების, სიმდიდრის აღსანიშნავად. სამართლის ძეგლებში მოწესრიგებულია განძის პოვნასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. თუ ვინმე განძს თავის ადგილ-მამულში იპოვიდა, ნაპოვნი მთლიანად მას ეკუთვნოდა. სხვაგან ნაპოვნი განძი მპოვნელსა და „ალაგის პატრონს“ შორის ნაწილდეობდა. ნაპოვნი განძის მიმთვისებელი კარგავდა წილის მიღების უფლებას („სამართალი ბერძული“, მმ. 254, 255; შდრ. „სამართალი სომხური“ — მხითარ გოშის სამართლის წიგნის ქართული ვერსია, მ. 182).

ლიტერატურა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება