როცა ობლები ვიყავით
როცა ობლები ვიყავით (ინგლ. When We Were Orphans) — იაპონური წარმოშობის ბრიტანელი ნობელიანტი ავტორის, კაზუო იშიგუროს რიგით მეხუთე რომანი, რომელიც თავდაპირველად 2000 წელს გამოიცა. ნაწარმოები დეტექტიურ ჟანრშია დაწერილი. წიგნი გამოცემის წელსვე მოხვდა ბუკერის პრემიის ფინალისტებს შორის.
„როცა ობლები ვიყავით“ | |
---|---|
პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | კაზუო იშიგურო |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | დეტექტივი |
გამოცემის თარიღი | 2000 |
oclc | 50915706 |
წინამორბედი | The Unconsoled |
მომდევნო | არასოდეს გამიშვა |
ISBN | 0-571-20516-X |
სიუჟეტი
რედაქტირებარომანი მოგვითხრობს ინგლისელი კაცის, კრისტოფერ ბენკსის, თავს გადამხდარ ამბავს, კერძოდ კი მის ოჯახთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მან ადრეული ბავშვობა შანხაის საერთაშორისო დასახლებაში გაატარა, ჩინეთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში. მოულოდნელად, მისი ოპიუმით მოვაჭრე მამა და დედა უჩინარდებიან ერთმანეთისგან მაშინ, როცა ბიჭი სულ რაღაც ათი წლისაა. ამის შემდეგ კრისტოფს გზავნიან ინგლისში, დეიდასთან საცხოვრებლად, სადაც ბრწყინვალე ანალიტიკურ უნარებს გამოავლენს და დეტექტივობასაც გადაწყვეტს. სწორედ ამ უნარის საშუალებით იგი ცდილობს საკუთარი მშობლების გაუჩინარების ამბავი ამოხსნას. აქ იგი ეცნობა მის მსგავს ქალს, სახელად სარას, რომელიც, ასევე, ათი წლის ასაკში დაობლდა, მიუხედავად ამისა კრისტოფერი სიცოცხლის ბოლომდე დაუქორწინებლად რჩება. მალე იგი ცნობილ პერსონად იქცევა და 1937 წელს გადაწყვეტს დაუბრუნდეს ბავშვობის კერას, რათა გადაჭრას თავისი ცხოვრების ყველაზე ამოუხსნელი საკითხი. გამოძიების პროცესში საზღვრები რეალობასა და წარმოსახვით სამყაროს შორის თითქმის უჩინარდება.
ამ დროს ჩინეთში იაპონია-ჩინეთის მეორე ომი მძვინვარებს. ძველი დეტექტივის მეშვეობით იგი მიაგნებს სახლს, სადაც შეიძლება მმისი მშობლები აფარებდნენ თავებს. მიუხედავად იმისა, რომ კრისტოფერის მშობლები ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინ გაუჩინარდნენ, თავად და მისი სანაცნობოც იმედოვნებს, რომ კრისტოფის ოჯახური იდილია კვლავავც აღდგება. ერთხელ იგი შევა ომის შედეგად დანგრეული პოლიციის შენობაში, რომელიც იმ დროს ჩინელ ქვეითებს ეკავათ. აქ იგი ნახავს ერთ მეთაურს, რომელსაც სთხოვს, გაუძღვეს მშობლების სახლამდე. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ბენკსს დატოვებს, იგი მარტო გააგრძელებს მშობლების ძიებას. მეთაურმა ურჩია ,კიდეც, რომ ამ ვითარებაში მსგავსი გამოძიებების მოწყობა სახიფათოა, თუმცა კრისტოფი მის სიტყვებს უგულებელყოფს. ის შეხვდება დაჭრილ იაპონელ ჯარისკაცს, რომელიც კრისტოფს საკუთარი ბავშვობის მეგობრად - აკირად - მოეჩვენა. სახლში შესვლის შემდეგ მათ იაპონელები შეიპყრობენ.
ამის შემდეგ იგი ხვდება ფილიპს, ბავშვობის მეზობელს, რომელსაც ბიძად მოიხსენიებდა. ფილიპი კრისტოფერს ეტყვის, რომ მისი მამა ახალ საყვარელთან ერთად ჰონგ-კონგში გაიქცა, ხოლო დედა, მას შემდეგ რაც რიგით ჩინელ პოლკოვნიკს, ვანგ კუს, შეურაცხყოფა მიაყენა, ხარჭად იქცა. ფილიპი კომუნისტური აგენტია და, სინამდვილეში, მას მიუძღვის წვლილი კრისტოფის მშობლების გატაცებაში. ამის გაგებისას ფილიპი თავად სთავაზობს კრისტოფს მის მოკვლას და იარაღსაც უწვდის, თუმცა კრისტოფერი ამას არ აკეთებს. ამის შემდეგ კრისტოფმა გაიგო, რომ მამამისი ტიფისგან გარდაიცვალა, ხოლო დედა, დიდი ალბათობით, ცოცხალია. ამის შემდეგ ფილიპი იმასაც აღიარებს, რომ კრისტოფის სწავლის ამნაზღაურებელი ინგლისში სწორედ მისი დედა იყო - როდესაც ვანგ კუმ მოიტაცა, ის, საკუთარი ძალისხმევით, აგზავნიდა ფულს და ეხმარებოდა საკუთარ შვილს.
საბოლოოდ, 1958 წელს კრისტოფი ისევ შეხვდა დედას ჰონგ-კონგში. თავიდან დედა საკუთარ შვილს ვერ ცნობს, თუმცა მას შემდეგ, რაც კრისტოფი ბავშვობის ზედმეტსახელ ფაფინს გაახსენებს, დედას წარსული მოგონებები აღუდგება. ისინი ერთმანეთს ეხვევიან, სთხოვენ ერთურთს პატიებას, კრისტოფერი კი ადასტურებს, რომ მას ის ყოველთვის უყვარდა.
გამოხმაურება
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა, მრავალმა კრიტიკოსმა იგი აღიარა, როგორც ყველაზე სუსტი ნაწარმოები იშიგუროს შემოქმედებაში. ამაზე თავად ავტორმაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არაა მისი საუკეთესო წიგნი.[1] მრავალი კრიტიკოსი უარყოფითად აფასებს ავტორის კრიმინალურ ნაწარმოებებში გამოვლენილ სტილს.[2]
კრიტიკოსმა მიჩიკო კაკუტანმა თქვა, რომ „იშიგურომ უბრალოდ დეტექტიური მოთხრობის ცნება და შემავალი ინფორმაცია მისი ადრინდელი რომანების დამუშავების სტილში ააგო, შემდეგ კი შეაერთა და მიიღო გამომავალი ჩანაფიქრი, რომელიც ჩვენ ხელთ გვიპყრია.“[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Diski, Chloe (4 March 2001). „Paperback of the week“. The Guardian. ციტირების თარიღი: 29 June 2010.
- ↑ Hensher, Philip (19 March 2000). „It's the way he tells it...“. The Guardian. ციტირების თარიღი: 29 June 2010.
- ↑ Kakutani, Michiko (19 September 2000). „Books of the Times; The Case He Can't Solve: A Detective's Delusions“. The New York Times. ციტირების თარიღი: 29 June 2010.