არასოდეს გამიშვა
არასოდეს გამიშვა (ინგლ. Never Let Me Go)一 იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის, კაზუო იშიგუროს რიგით მეექვსე, დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი ნაწარმოები, რომელიც თავდაპირველად 2005 წელს გამოიცა და ამავე წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა ფინალისტებს შორისაც მოხვდა. ამავე წელს, წიგნმა დაიმსახურა ეროვნული კრიტიკოსთა წრის ჯილდო, ხოლო ერთი წლის შემდეგ ართურ კლარკის პრემია. ჟურნალმა Time-მა იგი 2005 წლის საუკეთესო რომანად დაასახელა და 1923 წლიდან გამოქვეყნებულ 100 ინგლისურენოვან რომანს შორისაც გაამწესა.[1]
„არასოდეს გამიშვა“ | |
---|---|
პირველი გამოცემა | |
ავტორი | კაზუო იშიგურო |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | დისტოპია, სამეცნიერო ფანტასტიკა |
გამომცემელი | Faber & Faber |
გამოცემის თარიღი | 2005 |
მთარგმნელი | დავით აკრიანი |
ქართულად გამოიცა | 2012, გამომცემლობა პალიტრა L |
oclc | 56058300 |
წინამორბედი | როცა ობლები ვიყავით |
მომდევნო | Nocturnes |
ISBN | 1-4000-4339-5 |
2010 წელს ნაწარმოებზე დაყრდნობით რეჟისორმა მარკ რომანეკმა გადაიღო არანაკლებ ცნობილი ეკრანიზაციაც, რომელშიც მთავარ როლებში ენდრიუ გარფილდს, კერი მალიგანსა და კირა ნაიტლის შევხვდებით.
ერთ-ერთ ინტერვიუში იშიგურო ამბობდა, რომ არსებობს მცირე განსხვავება ადამიანი პერსონაჟებისა და ადამიანის მაგვარი ჰუმანოიდი არსებების გამოსასახად ლიტერატურულ ნაწარმოებებში. მეტიც, მან თქვა:[2]
„წიგნში არსებული ყველა გმირი ხელოვნური ინტელექტის ნაყოფია. ეს შეიძლება მრავალი მკითხველის იმედგაცრუების საბაბიც კი გახდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასეა. ჩვენ შეჩვეულნი ვართ გამოგონილ პერსონაჟებზე ცრებლების ღვრას.“
ფონი
რედაქტირება„არასოდეს გამიშვა“ არის იშიგუროს რიგით მეექვსე რომანი, რომლის მოქმედებაც 1990-იან წლებში, ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება, როცა კლონირება უკვე შესაძლებელია. ავტორმა ნაწარმოებზე მუშაობა ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო და აღსანიშნავია, რომ მისი თავდაპირველი სახელი იყო „მოსწავლის რომანი“.[3]
სათაური
რედაქტირებაარასოდეს გამიშვა არის სახელი იმ სიმღერია, რომელსაც ქეთი მთელი ცხოვრების მანძილზე უსმენდა. მან ეს სინგლი ჯუდი ჯუდი ბრიჯუოტერის ფირზე, ჰეილშემში ყოფნისას, აღმოაჩინა. ყოველთვის, როცა ქეითი თავს მარტოდ გრძნობდა, სიმღერას განმეორებით უკრავდა. ქეითი ხშირად მღეროდა დაიმეორებდა სიმღერის მისამღერს: “Baby, Never Let Me Go”. რომანის სათაური ასახავს მთავარი გმირის ცენტრალურ ბრძოლას. ის ებრძვის იმას, რაც უნდა დაიჭიროს და რაც ხელიდან უნდა გაუშვას. სხვა სიტყვებით, ქეითი საკუთარ მოგონებებს არასდროს უშვებს ხელიდან.
სიუჟეტი
რედაქტირებანაწარმოები წარმოადგენს ახალგაზრდა მთავარი გმირის, ქეით ჰ-ის, მემუარებს, რომელიც ვაწყდებით პროტაგონისტის მიერ სკოლა-ინტერნატში გატარებულ და მომდენლო ზრდასრულობის პერიოდს მოიცავს. მისი მოქმედება მეოცე საუკუნის დისტოპიურ ბრიტანეთში ვითარდება, როცა მიმდინარეობს მოსახლეობის კლონირება ცოცხალი დონორების შესაქმნელად, ორგანოების გადანერგვისთვის, ეს პროცესი კი ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან დაიწყო. ქეითი და მისი მეგობრები სწორედ ასეთივე დონორები არიან, ხოლო სანამ დონორებად იქცეოდნენ ისინი მეტ-ნაკლებად დიდხანს მუშაობდნენ „დამხმარედ“, ზრუნავდნენ და ეხმარებოდნენ ვინც უკვე გახდა დონორი. როგორც იშიგუროს სხვა ნაწარმოებებში, სიმართლე მაშინვე არ ირკვევა და, თანდათან, მინიშნებებით ვლიდნება.
რომანი სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი ჰეილშემში, ქეითის ბავშვობის პანსიონში იხსნება. სკოლის მასწავლებლები („მეურვეები“) ბავშვებს („მოსწავლეებს“) უწყობენ ხელს შემოქმედებით აქტივობებში სხვადასხვა ფორმით, თუმცა ამის საბოლოო მიზანი მოსწავლეებისთვის უცნობია. საუკეთესო ნამუშევრებს ირჩევს ქალი, რომელსაც წიგნში მხოლოდ მადამის სახელით ვეცნობით და ჰეილშემიდან იტაცებს მათ. ზოგადი მოსაზრებით, ისინი გარკვეულ გალერეაშია გამოფენილი. ჰეილშემის უჩვეულოობა დამატებით ვლინდება ხშირი სამედიცინო გამოკვლევებით, თითქმის პარანოიული „მზურნველობით“ მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე და გარე სამყაროსგან იზოლაციით, მათ შორის მშობლების და, ზოგადად, მოსწავლეთა ნათესავებთან სრული არყოფნით. მიუხედავად ამისა, თავად მოსწავლეები ვერ ხედავენ პანსიონის უჩვეულოობას.
რომანის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პერსონაჟი ჰეილშემში გაიზარდა. აქ ჩამოყალიბდა ერთგვარი სამეგობრო სამკუთხედი - ქეითი, საკმაოდ მოკრძალებული და რომანტიული ბუნების პატრონი, ტომი, რომელიც არც ისე კარგად ჯდება მოსწავლეთა ჯგუფში და რუთი, ექსტროვერტი ბუნების მქონე, რომელიც ამ კომპანიის ლიდერიცაა.
მეორე ნაწილში იწყება მოსწავლეების წამოსვლა ჰეილშემიდან და ცხოვრების სხვადასხვა დაწესებულებაში გაგრძელება. წიგნის მთავარი გმირები ერთად მიდიან კოტეჯებში, სადაც იწყებენ გარესამყაროს გაცნობას და თითქმის სრულ თავისუფლებას იღებენ, გააკეთონ ის, რაც სურთ. მესამე ნაწილში ქეითი ხდება ასისტენტი, ტომი და რუთი კი დონორები ხდებიან, რომლებიც მხოლოდ მცირე ხნით იყვნენ ასისტენტები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქეითი ხდება რუთის თანაშემწე, თუმცა რუთის ჯანმრთელობა ზედიზედ მეორე დონორაციის შედეგად ფატალურ გზას ადგება და რუთი კვდება. რუთის უკანასკნელი აღსარებისა და სურვილისდა მიხედვით ისინი საყვარლები პოულობენ და ეწვევიან მადამს. აქ ისინი საბოლოოდ გაიგებენ, თუ რატომ ენიჭებოდა კრეატიულობას ასეთი მნიშვნელობა ჰეილშემში: მეურვეებს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ კლონებსაც გააჩნიათ სული. ქეითი და ტომი აცნობიერებენ, რომ ჰეილშემი იყო ექსპერიმენტული დაწესებულება კლონების ბედის გასაუმჯობესებლად და შესაძლოა საზოგადოების დამოკიდებულების შესაცვლელად მათ მიმართ, როგორც სამედიცინო მასალის უსულო წყაროებისადმი. თუმცა, პოლიტიკური ვითარების ცვლილების გამო, ექსპერიმენტი ჩაიშალა, ჰეილშემი დაიხურა, კლონებმა კი არავითარი უფლება არ მიიღეს და ისინი ისევ რთულ პირობებში „ვითარდებიან“. რომანი მთავრდება ტომის სიკვდილითა და ქეითის მიერ მისი ბედის, როგორც მომავალი დონორის, აღიარებით და, საბოლოოდ, ადრეული სიკვდილით.
რომანის სათაური იგივეა, რაც ჯუდი ბრიჯუოტერის სიმღერის სათაური, ამერიკელი მომღერლის, რომლის კასეტა ქეითს ხელთ ჰეილშემში ყოფნისას ჩაუვარდება.
მიღება
რედაქტირება- გაზეთმა The New Yorker-მა წიგნს „ცრუ სამეცნიერო ფანტასტიკა“ უწოდა.[4]
- გაზეთმა The Guardian ნაწარმოები 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო ნაწარმოებს შორის მე-4 ადგილზე გაიყვანა.[5]
- The New York Times-ში რომანს „პოტენციურად იაფფასიანი“ და ”დიდად სპეკულაციური“ უწოდეს.[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Grossman, Lev (8 January 2010). „All-Time 100 Novels“. Time. ციტირების თარიღი: 13 January 2020.
- ↑ Sheehan-Clark, Lauren (6 May 2021). „Nobel Prize winner Kazuo Ishiguro unpacks his writing process at 7th Bay Area Book Festival“. The Daily Californian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 20 May 2021.
- ↑ Never Let Me Go: Context en. ციტირების თარიღი: 2021-04-20
- ↑ Menand, Louis (28 March 2005). „Something About Kathy“. New Yorker. New York. ციტირების თარიღი: 26 July 2013.
- ↑ The 100 best books of the 21st century (21 September 2019). ციტირების თარიღი: 22 September 2019
- ↑ Kerr, Sarah (17 April 2005). „'Never Let Me Go': When They Were Orphans“. New York Times. New York. ციტირების თარიღი: 14 March 2011.