რომან მუჩიაშვილი
რომან მუჩიაშვილი (დ. 13 მაისი, 1974, საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და ფინანსისტი.
რომან მუჩიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მაისი, 1974 |
დაბადების ადგილი | საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ფინანსისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წლის 13 მაისს, საგარეჯოში. დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით. 1996-1997 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, 1997-1999 წლებში მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და კონსულტანტი, 1999-2001 წლებში სამინისტროს ინფორმაციული და კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კონსულტანტი. 2001-2003 წლებში — ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კონსულტანტი. 2003-2004 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ინფორმატიკის სამსახურის კომპიუტერული და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტი. 2004-2007 წლებში — ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ქსელების ადმინისტრირების და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი. 2007-2016 წლებში იყო შპს „პატარძეულის“ ფინანსური დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომან მუჩიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რომან მუჩიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)