რომან კაკულია
რომან კაკულია (დ. 19 მაისი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი.
რომან კაკულია | |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2016 – 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
დაბადებული | 19 მაისი, 1961 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1961 წლის 19 მაისს. 1984 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ფაკულტეტი. 1984-1991 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმვისა და ორგანიზების სპეციალობით. 1991-1993 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 1993-1995 წლებში იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსი. 1995-1997 წლებში — სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 1997-2005 წლებში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 2006-2015 წლებში იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომან კაკულია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რომან კაკულია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)