უოლტერ როლი

(გადამისამართდა გვერდიდან როლი, უოლტერ)

უოლტერ როლი[12] (ინგლ. Walter Raleigh /ˈrɔːli/;[] დ. 1552, სხვა მონაცემებით 1554, ისტ-ბადლი, დევონშირი – გ. 29 ოქტომბერი, 1618, ლონდონი) — ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, მეზღვაური, პოეტი და ისტორიკოსი. დევონშირელი ჯენტრების ოჯახიდან. 1560-იანი წლების ბოლოს მონაწილეობდა საფრანგეთის რელიგიურ (ჰუგენოტურ) ომებში ჰუგენოტების მხარეს. 1572–1575 წლებში სწავლობდა სამართალს ოქსფორდის უნივერსიტეტის ორიელ-კოლეჯში. 1578 წელს ინგლისური ექსპედიციის შემადგენლობაში გაცურა ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებისკენ. 1581 წელს მონაწილეობდა ირლანდიელთა აჯანყების ჩახშობაში. 1580-იან წლებში იყო ელისაბედ I ტიუდორის ფავორიტი. 1585 წელს მიენიჭა რაინდის წოდება. 1585 წლიდან დევონშირისა და კორნუოლის ლორდ-ნაცვალი და ვიცე-ადმირალი. 1588 წელს მონაწილეობდა „უძლეველი არმადის“ განადგურებაში. 1587 წლიდან სამეფო გვარდიის კაპიტანი. 1584 წელს მიიღო პატენტი ჩრდილოეთ ამერიკაში ქრისტიანული სახელმწიფოების ჯერ კიდევ არკუთვნილი მიწების აღმოჩენასა და დასახლებაზე. 1585–1586 და 1587 წლებში ცდილობდა ინგლისური კოლონიის დაარსებას ვირჯინიის ტერიტორიაზე. 1595 წელს გაუძღვა ახალ საზღვაო მოგზაურობას ამერიკაში ლეგენდარული ქვეყნის, ელდორადოს საპოვნელად. თანამედროვე ვენესუელის რაიონში ხანგრძლივი ძიება უშედეგო აღმოჩნდა. ჯეიმზ I სტიუარტის ტახტზე ასვლის შემდეგ როლი, რომელიც მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდა, დააპატიმრეს. სიკვდილმისჯილი 1603 წელს ტაუერში ჩასვეს. 1616 წელს როლი, რომელმაც მეფეს გვიანაში ოქროს საბადოების დამუშავების პროექტი შესთავაზა, გაათავისუფლეს. წარუმატებელი ექსპედიციის შემდეგ, რასაც ესპანელებთან სამხედრო შეტაკება მოჰყვა, სიკვდილით დასაჯეს.[13]

უოლტერ როლი
ინგლ. Sir Walter Raleigh
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1552[1] [2]
დაბადების ადგილი ჰეის-ბარტონი, ისტ-ბადლი, დევონი[3] [4]
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1618[5] [6] [7] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[8]
დასაფლავებულია უესტმინსტერის წმინდა მარგარეტის ეკლესია
საქმიანობა მკვლევარი, პოეტი[9] , მწერალი[10] , რაინდი და პოლიტიკოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ალმა-მატერი ორიელ-კოლეჯი და მეფის სკოლა
ჯილდოები რაინდი-ბაკალავრი
მეუღლე ელიზაბეთ როლი[11]
შვილ(ებ)ი უოლტერ როლი[11] და კარიუ როლი
ხელმოწერა

არის „მსოფლიოს ისტორიის“ („History of the world“, 1614) ავტორი, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 130 წლამდეა მიყვანილი. რჩევა-დარიგების სულისკვეთებით დაწერილი ეს ნაშრომი ეფუძნება წყაროების ფართო წრეს (მათ შორის საარქივო მასალას) და წარმოადგენს რენესანსის ეპოქის ინგლისური ისტორიული ლიტერატურის მნიშვნელოვან ძეგლს. როლის კალამს ეკუთვნის საზღვაო ექსპედიციების აღწერა-ანგარიშები: „ჭეშმარიტი მოხსენება ამ ზაფხულს აზორის კუნძულებთან ბრძოლის შესახებ“ („A Report of the truth of the fight about the Iles of the Açores, this last Sommer“, 1591), „გვიანის ვრცელი, მდიდარი და მშვენიერი იმპერიის აღმოჩენა“ („Discovery of the large, rich and beautiful Empire of Guiana“, 1596). როლის ლექსები, რომლებშიც რენესანსული ტრადიციის გავლენა იგრძნობა, შევიდა ცნობილ ელისაბედისდროინდელ ანთოლოგიებში — „ფენიქსის ბუდე“ (1593), „ინგლისური ჰელიკონი“ (1600).[13]

შენიშვნები

რედაქტირება
  1. არსებობს გვარის დაწერილობის სხვა ვარიანტებიც: Rawley, Ralegh, Ralagh, Rawleigh; ასევე წარმოთქმის რამდენიმე სხვა ვერსია: /ræliˌˈrɑːli/
  1. various authors Dictionary of National Biography / L. Stephen, S. LeeLondon: 1885.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. National Heritage List for England
  4. GENUKI
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Agnes M.C. Latham Encyclopædia Britannica
  7. SNAC — 2010.
  8. https://www.rmg.co.uk/discover/explore/sir-walter-raleigh
  9. poets.org
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. 11.0 11.1 Kindred Britain
  12. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 299.
  13. 13.0 13.1 Белан М. А. Рэли, Роли, Рэлей Уолтер // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 133–134.