როლან კილაძე
როლან ილიას ძე კილაძე (დ. 24 სექტემბერი, 1931 — გ. 22 თებერვალი, 2010) — ქართველი ასტრონომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988).[1] საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლანეტა პლუტონის ერთ-ერთ კრატერს მიანიჭა როლან კილაძის სახელი, მის მიერ ფოტომეტრიის, ასტრომეტრიის და დინამიკის ადრეული კვლევების ჩატარების აღსანიშნავად (2019). 1996 წელს საერთაშორისო კატალოგში ნომრით 4737 რეგისტრირებულია მცირე პლანეტა სახელად „კილაძე“ (4737 Kiladze). როლან კილაძის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „წითელი ვარსკვლავები“ (1982).
როლან კილაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 სექტემბერი, 1931 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 22 თებერვალი, 2010 (78 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერების დოქტორი |
ჯილდოები | შრომითი მამაცობის მედალი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაროლან კილაძე დაიბადა 1931 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ილია ლავრენტის ძე კილაძე განათლებით იყო ფილოსოფოსი, დედა — ოლღა ერმილეს ასული ჯაყელი კი — პედაგოგი.[2]
როლან კილაძე 1955 წლიდან მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1982 წელს — სადოქტორო დისერტაციები. 1988 წლიდან არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 2001–06 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი.[2]
როლან კილაძე სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის (1962–2006) და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის (1985–90) კათედრებზე. 2007–2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.[2]
როლან კილაძე 1964 წლიდან იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის, 1982 წლიდან კი — ევროპული ასტრონომიული საზოგადოების წევრი. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს კოსმონავტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ასტრონომიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.[2]
სამეცნიერო მიღწევები
რედაქტირებაროლან კილაძე ძირითადად შეისწავლიდა მზის სისტემის სხეულების მოძრაობისა და წარმოშობის საკითხებს. მის მიერ გამოყვანილია უნივერსალური ფორმულა, რომელიც შორეულ პლანეტებზე დღე-ღამის ხანგრძლიობის გამოთვლის საშუალებას იძლევა (1965). განსაზღვრა პლუტონის მასა (1967). ფოტომეტრული მეთოდის გამოყენებით გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე (1969), რაც 1995 წელს დაადასტურა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ჩატარებულმა დაკვირვებებმა. დაადგინა პლანეტა მერკურიზე ატმოსფეროს არსებობის ნიშნები (1974). გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი (1975). გამოთქვა ვარაუდი, რომ პლანეტა პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში, მის გარშემო ჯერ კიდევ არის ნაწილაკთა გროვა და პლუტონის თანამგზავრის ქარონის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მისი არსებობა (1977).[3]
როლან კილაძემ ჩამოაყალიბა თეორია პლანეტების თანამედროვე ბრუნვის შესახებ, რომლის დადასტურებად 2005 წელს აღმოჩენილი პლუტონის კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი შეიძლება ჩაითვალოს (1986). სანქტ-პეტერბურგელ კოლეგებთან ერთად შექმნა გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის თეორია (2001). დაადგინა, რომ გეოსტაციონარული თანამგზავრების მატარებელი რაკეტები დროდადრო ფეთქდება და აღმოაჩინა მათი ნამსხვრევების ორბიტების რეგულარიზაციის მოვლენა (2004). ამდენად, ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიქმნა „კოსმოსური ნაგვის“ შეგროვების თეორიული შესაძლებლობა. მის მიერ მოძებნილ იქნა მცირე პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი პოზიციური დაკვირვების საფუძველზე დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების წინასწარმეტყველების კრიტერიუმი (2004).[3]
როლან კილაძე არის მონოგრაფიების, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს, უმართავი გეოსტაციონარული თანამგზავრების გაუმჯობესებული სამი კატალოგის და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი, რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის რედაქტორი და კონსულტანტი.[3]
ჯილდოები
რედაქტირებასხვადასხვა დროს როლან კილაძე დაჯილდოებულია: მედლით „მამაცური შრომისათვის“ (კოსმოსური კვლევის პროგრამების განხორციელებაში მიღწეული წარმატებებისათვის; 1970); სსრკ სახელმწიფო პრემიით (ზუსტი ასტრონომიული ხელსაწყოთმშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისათვის; 1971); შრომის ვეტერანის მედლით (1986); მედლით „კოსმოსში ადამიანის გაფრენის 25 წელი“ (1986); მედლით „კოსმოსური ერის 30 წლისთავი“ (1987); აკადემიკოს კოროლიოვის სახელობის მედლით (1987); აკადემიკოს ჩელომეის მედლით (1988); მედლით „ი. გაგარინის კოსმოსში გაფრენის XXX წელი“ (1991); ციოლკოვსკის სახელობის მედლით (1991); მედლით მეოცე საუკუნის მიღწევებისათვის (1991); საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების განვითარებისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2001).[4]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Киладзе, Р. И. (1965). „К вопросу о прощении планет вокруг собственной оси“ [პლანეტების დღეღამური ბრუნვის საკითხისათვის]. Бюллетень Абастуманской астрофизической обсерватории (რუსული). Тбилиси: «Мецниереба» (32): 231–234.
- Kiladze, R. I. (1 ოქტომბერი, 1967). „Physical Parameters of Pluto“. Solar System Research. 1: 173. ISSN 0038-0946. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Kiladze, Rollan (1 იანვარი, 1968). „What is the Mass of Pluto?“. Journal of the British Astronomical Association. 78: 124–125. ISSN 0007-0297. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Киладзе, Р. И. (1969). „Наблюдение колец Сатурна при прохождении Земли через их плоскость (1966 г.)“ [სატურნის რგოლებზე დაკვირვება მათი სიბრტყის დედამიწის მიერ გადაკვეთის დროს (1966 წ.)]. Бюллетень Абастуманской астрофизической обсерватории (რუსული). Тбилиси: «Мецниереба». 37: 151–164. OCLC 224750170.
- Киладзе, Р. И. (1974). „Об атмосфере Меркурия“. Астрономический циркуляр. 811: 7–8.
- Kiladze, R. I. (1977). „Role of a circumplanetary particle swarm in the development of diurnal rotation“. Abastumanskaia Astrofizicheskaia Observatoriia Byulleten. 48: 191–212. ISSN 0375-6644 შეამოწმეთ პარამეტრი
|issn=
(დახმარება). - Kiladze, R. I. (1986). „Present day rotation of planets as a result of development of small particle strings around them“. Abastumani: Astrophysical Observatory, 1986.
- Sochilina, Alla S.; Grigoriev, Konstantin V.; Vershkov, Andrei N.; Kiladze, Rolan I.; Hoots, Felix R.; France, Richard (1 ოქტომბერი, 2001). „On statistics of changes in rates of drift among uncontrolled geostationary objects“. 473: 367–372. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - Sochilina, A.; Kiladze, R.; Grigoriev, K.; Molotov, I.; Vershkov, A. (2002). „On orbital evolution of exploded object fragments“. 34: 968. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Vershkov, Andrei N.; Grigoriev, Konstantin V.; Kiladze, Rolan I.; Sochilina, Alla S. (1 ოქტომბერი, 2001). „A model of distribution of geostationary satellite fragments after explosion“. 473: 407–410. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - Sochilina, A.; Kiladze, R.; Grigoriev, K.; Molotov, I.; Vershkov, A. (2002). „On orbital evolution of exploded object fragments“. 34: 968. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Sochilina, A.; Kiladze, R.; Grigoriev, K.; Molotov, I.; Vershkov, A. (1 იანვარი, 2004). „On the orbital evolution of explosion fragments“. Advances in Space Research. 34: 1198–1202. doi:10.1016/j.asr.2003.09.054. ISSN 0273-1177. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Kiladze, Rolan I.; Sochilina, Alla S. (2010) Theory of motion of geostationary satellites (ინგლისური). Tbilisi: Ilia state university. ISBN 9789941912610.
- Kiladze, R., Eexpress Method of Detecting an Asteroid Colliding with Earth, Abastumanskaya Astrofiz. Obs. Byull., N 77, 13-26, 2004.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1998-1999. გვ. 182
- ↑ 3.0 3.1 3.2 როლან კილაძე | აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02. ციტირების თარიღი: 2021-04-06.
- ↑ როლან კილაძე | საქართველოს რესპუბლიკა