ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქარონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქარონიმზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. აღმოჩენილია 1978 წელს 22 ივნისს აშშ-ში. ქარონი თან ახლავს პლუტონს და დიდი ხნის განმავლობაში მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ პლუტონის პლანეტიდან ჯუჯა პლანეტამდე ჩამოქვეითებასთან ერთად ქარონსაც ჩამოერთვა ეს სტატუსი, რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის. აღმოჩენილ იქნა ამერიკელი ასტრონომის ჯეიმზ კრისტის მიერ აშშ საზღვაო ობსერვატორიის 155 სმ-იანი ტელესკოპით. ქარონს პლუტონის მთვარესაც უწოდებენ, რადგან, ისევე როგორც დედამიწის გარდა სხვა პლანეტებს, პლუტონსაც გააჩნია თანამგზავრი (მთვარე), რომელზეც ისეთივე კრატერებია, როგორც დედამიწისეულ მთვარეზე. „მთვარე ქარონი“ ზომით პლუტონის ნახევარია და დედამიწის დროით 6,5 დღეს ანდომებს სრული ბრუნით შემოვლას პლუტონის გარშემო. „ქარონი“ ასევე ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება. იგი მოხუცია ცეცხლოვანი თვალებითა და ჭუჭყიანი თეთრი სამოსით, რომელიც ნავში ზის და გარდაცვლილთა სულები ჰადესის სამფლობელოში გადაჰყავს, თუმცა აუცილებლად საფასურით. ეს ხვედრი მას ჰადესმა მიუსაჯა.

ქარონი, ხომალდ ნიუ-ჰორაიზონსის გადაღებული ფოტო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ქარონი“ ვიკისაწყობში.
  • Christy, J. W; Harrington, R. S (1978). „The satellite of Pluto“. Astronomical Journal. 83: 1005. Bibcode:1978AJ.....83.1005C. doi:10.1086/112284. ISSN 0004-6256.
  • Hubble reveals new map of Pluto, BBC News, September 12, 2005
  • Person, M. J; Elliot, J. L; Gulbis, A. A. S; Pasachoff, J. M; Babcock, B. A; Souza, S. P; Gangestad, J (2006). „Charon's radius and density from the combined data sets of the 2005 July 11 occultation“. The Astronomical Journal. 132 (4): 1575–1580. arXiv:astro-ph/0602082. Bibcode:2006AJ....132.1575P. doi:10.1086/507330.
  • Cryovolcanism on Charon and other Kuiper Belt Objects



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქარონი“-დან