კლდოვანი მთები
(გადამისამართდა გვერდიდან როკის მთები)
კლდოვანი მთები (ინგლ. Rocky Mountains) — კორდილიერებში შემავალი მთათა სისტემა აშშ-სა და კანადაში.
კლდოვანი მთები | |
---|---|
კლდოვანი მთები | |
კოორდინატები: 43°44′28″ ჩ. გ. 110°48′09″ დ. გ. / 43.74111° ჩ. გ. 110.80250° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ კანადა |
უმაღლესი წერტილი | ელბერტი |
სიმაღლე | 4401 მ |
ფართობი | 991 691 კმ² |
სიგრძე | 4830 კმ |
სიგანე | 700 კმ |
კლდოვანი მთების სიგრძე 4830 კმ-ია, სიგანე 700 კმ. კლდოვან მთებში სათავეებს იღებენ ისეთი მდინარეები, როგორებიცაა მისური, კოლორადო, რიო-გრანდე, სნეიქი, არკანზასი და სხვა მრავალი.
კლდოვანი მთების უმაღლესი წერტილია მთა ელბერტი (4401 მ).
მთათა სისტემას გააჩნია სპილენძის, ოქროს, ვერცხლის, პოლილითონების, ნავთობის, ქვანახშირისა და მოლიბდენის ფართო საბადოები. ადგილი აქვს სხვადასხვა ვულკანურ მოვლენებს, არის გეიზერები, თერმალური წყაროები, ასევე შეინიშნება მიწისძვრები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Baron, Jill (2002). Rocky Mountain futures: an ecological perspective. Island Press. ISBN 1559639539.
- Newby, Rick (2004). The Rocky Mountain region. Greenwood Press. ISBN 031332817X.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: