როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორია
როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორია (ესპ. Observatorio del Roque de los Muchachos, ORM) — ასტრონომიული ობსერვატორია კანარის კუნძულების კუნძულ ლა-პალმაზე. ობსერვატორიას მართავს ქალაქ ტენერიფეში მდებარე კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტი (ესპ. Instituto de Astrofísica de Canarias). მიეკუთვნება ევროპის ჩრდილოურ ობსერვატორიას.
ლა-სილიის ობსერვატორია | |||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ესპ. Observatorio del Roque de los Muchachos | |||||||||||||||||||||||||||||
28°45′49″ ჩ. გ. 17°53′40″ დ. გ. / 28.763611° ჩ. გ. 17.894694° დ. გ. | |||||||||||||||||||||||||||||
ორგანიზაცია | კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტი | ||||||||||||||||||||||||||||
კოდი | 950 | ||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | ესპანეთი, კანარის კუნძულები, პალმა, გარაფია | ||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე ზ. დ. | 2 396[1] | ||||||||||||||||||||||||||||
დაარსდა | 1985 | ||||||||||||||||||||||||||||
ოფიციალური საიტი | https://www.iac.es/en/observatorios-de-canarias/roque-de-los-muchachos-observatory და https://www.iac.es/es/observatorios-de-canarias/observatorio-del-roque-de-los-muchachos | ||||||||||||||||||||||||||||
|
ასტრონომიული ხილვადობის სტატისტიკით, როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსი მეორე საუკეთესო ადგილია ოპტიკური და ინფრაწითელი ასტრონომიული კვლევებისათვის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ჰავაიზე მდებარე მაუნა-კეას ობსერვატორიის შემდეგ. გარდა ამისა, ამ ობსერვატორიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობები აქვს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მისი ტელესკოპების ფლოტი მოიცავს 10,4-მეტრიან კანარის დიდ ტელესკოპს — 2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოში უდიდეს ერთ აპერტურიან ოპტიკურ ტელესკოპს;[2] უილიამ ჰერშელის ტელესკოპს (ევროპაში მეორე უდიდესი); შვედურ 1-მეტრიან მზის ტელესკოპს, რომელიც უზრუნველყოფს მზის ყველაზე მაღალრეზოლუციან ფოტოგადაღებას ყველა სხვა ტელესკოპს შორის.
ისტორია
რედაქტირებაობსერვატორიამ ფუნქციონირება 1984 წელს, ისააკ ნიუტონის ტელესკოპით დაიწყო, რომელიც ლა-პალმაში ინგლისის გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიიდან ჩაიტანეს. გადატანა საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა და როგორც შემდეგ დაიანგარიშეს, ბევრა დიაფი დაჯდებოდა ადგილზე სხვა ტელესკოპის აშენება.
თავდაპირველად, ობსერვატორიაში მუშაობდნენ მკვლევრები ესპანეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. შემდეგში პროექტში ჩაერთვნენ გერმანია, იტალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, ფინეთი, ისლანდია და აშშ.
ობსერვატორიის ინაუგურაცია ოფიციალურად 1985 წლის 29 ივნისს შედგა. პროცესს ესპანეთის სამეფო ოჯახი და ევროპის ექვსი სხვა სახელმწიფოს ლიდერი წარუძღვა. სპეციალურად ღონისძიებისთვის, აშენდა ვერტმფრენის ოთხი დასაჯდომი. დროთა განმავლობაში, ობსერვატორია მნიშვნელოვნად განივრცო. 1987 წელს გაიხსნა 4,2-მეტრიანი უილიამ ჰერშელის ტელესკოპი, 1988 წელს სკანდინავიის ოპტიკური ტელესკოპი და სხვადასხვა პატარ-პატარა, მზის ან სპეციალიზებული ტელესკოპები. 1998 წელს გაიხსნა გალილეოს ეროვნული ტელესკოპი (იტალ. Telescopio Nazionale Galileo), 2006 წელს კი კანარის დიდი ტელესკოპი.
1997 წელს, მთის კალთაზე გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა გამა-გამოსხივების ერთ-ერთი ტელესკოპი; ხანძარი იყო 2005 და 2009 წლებშიც, თუმცა შენობებსა და ტელესკოპებს სერიოზული ზიანი არ მიუღია.[3]
გალერეა
რედაქტირება-
ინაუგურაციის ცერემონიალისთვის აშენებული ვერტმფრენთა დასაჯდომები
-
-
კანარის დიდი ტელესკოპის მშენებლობა, 2003 წლის მარტი
-
სკანდინავიის ოპტიკური ტელესკოპი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Observatorio del Roque de los Muchachos Website. ციტირების თარიღი: 19 December 2009.
- ↑ Klotz, Irene (2009-07-24). „New telescope is world’s largest ... for now“.
- ↑ Fires rage across Canary island. BBC (3 August 2009). ციტირების თარიღი: 12 July 2013.