მაუნა-კეას ობსერვატორია
მაუნა-კეას ობსერვატორია (ინგლ. Mauna Kea Observatory) — ობსერვატორია აშშ-ში, ჰავაის კუნძულებზე. დაარსდა 1967 წელს. საერთაშორისო პროექტია, რომელიც შეიცავს რიგ დამოუკიდებელ საკვლევ ცენტრს. ტელესკოპები განლაგებულია ვულკან მაუნა-კეას მწვერვალზე, ზღვის დონიდან 3730 მ-იდან 4190 მ სიმაღლემდე. ობსერვატორიის ტერიტორიას მართავს და იჯარით აქვს გადაცემული ჰავაის უნივერსიტეტს. მაუნა-კეას ობსერვატორია ოპტიკური დაკვირვებებისათვის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. საერთო ჯამში მოქმედებს 12 ტელესკოპი.
მაუნა-კეას ობსერვატორია | |
---|---|
ინგლ. Maunakea Observatories[1] | |
მაუნა-კეას ობსერვატორია | |
19°49′19″ ჩ. გ. 155°28′29″ დ. გ. / 19.822194° ჩ. გ. 155.474889° დ. გ. | |
კოდი | 568 |
ქვეყანა | აშშ, ჰავაის კუნძულები, მაუნა-კეა |
სიმაღლე ზ. დ. | 4190 მ |
დაარსდა | 1967 წ. |
ტიპი | ასტრონომიული ობსერვატორია |
ოფიციალური საიტი | https://www.maunakeaobservatories.org/ |