როდოპის ნომი (ბერძ. Ροδόπη; თურქ. Rodop; ბულგ. Родопи) — ნომი საბერძნეთში, აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკიას რეგიონში. როდოპი ერთადერთი ნომია საბერძნეთში სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია — 51,8 %. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბულგარეთს, აღმოსავლეთით ევროსის ნომს, დასავლეთით ქსანთის ნომს, სამხრეთით ეგეოსის ზღვას.

ნომი
როდოპის ნომი
Ροδόπη
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი Komotini
კოორდინატები 41°05′12″ ჩ. გ. 25°28′48″ ა. გ. / 41.086806° ჩ. გ. 25.480194° ა. გ. / 41.086806; 25.480194
ფართობი 2 543 კმ²
მოსახლეობა 110 828 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 43,6 კაცი/კმ²
საფოსტო ინდექსი 69x xx
საავტომობილო კოდი KO

ფართობი — 2543 კმ², მოსახლეობა — 110 538 ადამიანი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კომოტინი.

მოსახლეობა

რედაქტირება

პოდოპი — მუსლიმი უმცირესობის კონცენტრაციის ადგილია საბერძნეთში. მუსლიმები როდოპის ნომის მთლიანი მოსახლეობის 51,8 % შეადგენენ.ქრისტიანი მოსახლეობა შედგება თითქმის მხოლოდ ბერძნებისაგან (48,2 %), რომელთა უმრავლესობა მეორე-მეოთხე თაობა არის ანატოლიიდან და აღმოსავლეთ თრაკიიდან დევნილი ბერძნების. მუსულმანთა უმრავლესობა — თურქი ეროვნებისაა.

რეგიონში დომინირებს ძირითადად ხმელთაშუაზღვიური კლიმატი, უფრო ცივია ჩრდილოეთი ნაწილი.

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

პერიფერიული ერთეული როდოპი იყოფა 4 მუნიციპალიტეტად.

არიანა (1)
იასმოსი (2)
კომოტინი (3)
მარონეია-საპესი (4)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება